მამუკა მდინარაძე: ომის პარტიის, ასევე მისი დანაყოფების არცერთ ინიციატივას არც განვიხილოთ

0
198
ქართული ოცნება საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის ინიციატივების განხილვაზე უარს ამბობს. გადაწყვეტილების შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისივე მტკიცებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც “ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად, თავის ქვეყანაში ჰიბრიდული ომის წარმოებით ებრძვის საკუთარ ქვეყანას და მის ხელისუფლებას”.
 

“ომის პარტიის მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არც განვიხილოთ ომის პარტიის, ასევე მისი დანაყოფების არცერთი ინიციატივა. წარმოუდგენელია, შეხვიდე იმ ხალხის მიერ ინიცირებული საკითხების შინაარსის განხილვაში, რომელიც ჰიბრიდულ, საინფორმაციო ომს აწარმოებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მიზანია, საქართველო ჩაითრიონ ომში, გაზარდონ სამომავლო რისკები ან როგორც მინიმუმ, უკიდურესი გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ ქვეყნის იმიჯს, მის ეროვნულ და ეკონომიკურ ინტერესებს, ამით კი ავად რამენაირად ისარგებლონ.

ამიტომ, ჩვენ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ მათ არცერთ ინიციატივას არ განვიხილავთ, გადაწყვეტილება დღევანდელ სიტუაციაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში მშვიდობის უზრუნველყოფის და ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე” – თქვა მდინარაძემ.

წინა სტატია21-22 მარტის ღამეს უკრაინელებმა 9 რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
შემდეგი სტატიანეიტრალიტეტი ჩვენთვის, დღეს და ახლა, ნიშნავს რუსეთში დაბრუნებას, განუვითარებლობას, მონობას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური