ხარკოვთან ვლადიმირელი სამხედროები ამოხოცეს – იტყობინება უკრაინული მედია

0
181

ხარკოვის მახლობლად რუსეთის სწრაფი რეაგირების სპეციალური რაზმის „როსგვარდიის“ მაღალი რანგის ოფიცრები დაიღუპნენ. ინფორმაციას ვლადიმირელი სამხედროების სიკვდილის შესახებ  „მედიაზონა“ სოციალურ ქსელებში და მედიის მიერ გავრცელებული ცნობების ანალიზის და წყაროებთან გასაუბრების საფუძველზე ავრცელებს.

ვლადიმირში ახლახან სწრაფი რეაგირების სპეციალური, ადგილობრივი რაზმის სამი პოდპოლკოვნიკი და ერთი პოლკოვნიკი დაასაფლავეს.  –   “მედიაზონა”წერს , რომ მათი გვარები  რუსებმა სიიდან ამოიღეს. 

5 მარტს უკრაინის ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელზეც ასახული იყო რუსეთის განადგურებული ავტოკოლონა რამდენიმე სატვირთო ავტომანქანით, სავარაუდოდ იმ ტიპის სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებსაც პატიმრების გადასაყვანად იყენებს „როსგვარდია“. განადგურებული ავტომანქანების გარშემო, თოვლში, პოლიციელების ძირს დაყრილი ჩაფხუტები და ფარები ჩანდა.

კადრებზე ამოცნობილია, რომ ეს  ვლადიმირის „ომონის“ მანქანებია. დაიღუპა ყველა, ვინც ამ მანქანებით  ,“  პოლიციაში აქტიურად განიხილავდნენ მომხდარს და ამბობენ, რომ დაკითხვისას  ბევრ თანამშრომელი დამწუხრებული იყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და სხვა ძალოვანი უწყებები, რომლებიც უკრაინის ომში არიან ჩართული, აღიარებენ, რომ არის მსხვერპლი მათ რიგებში, მაგრამ არ ასახელებენ ზუსტ რიცხვებს. ბოლო ცნობა თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მარტის დასაწყისში. მის თანახმად რუსეთის არმიამ დაკარგა 498 მეომარი.

უკრაინის გენშტაბი იტყობინება, რომ რუსეთის არმიამ ჯამში 15 ათას სამხედროზე მეტი დაკარგა უკრაინაში.

ისინი  იტყობინებიან რუსი გენერლების დაღუპვის შესახებაც.

რუსეთმა დაადასტურა მხოლოდ ანდრეი სუხოვეცკის და შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილის, პირველი რანგის კაპიტნის, ანდრეი პალიას დაღუპვა.

რუსეთის გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდა“ 21 მარტს იტყობინებოდა 9 ათასი რუსი სამხედროს დაღუპვის შესახებ. უფრო გვიან, თვითონ გამოცემამ და თავდაცვის სამინისტრომ განაცხადეს, რომ ეს იყო დეზინფორმაცია, რომელიც საიტზე მოხვდა მისი გატეხის შედეგად.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი: ახლა მუდმივად შეეცდებიან, ზელენსკისაც ისეთივე ტრიუკები ჩაუტარონ, როგორც ჩვენ თავის დროზე
შემდეგი სტატიანუ იქნებით მკვლელებისთვის კურორტი -ზელენსკის მიმართვა იტალიის პარლამენტს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური