მიხეილ სააკაშვილი: უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა და ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები

0
187

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას “თვენახევარი დარჩა”, ამის შემდეგ კი უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა და ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. 

ექსპრეზიდენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღევანდელ პროცესზე თქვა, რომ მმართველი პარტია ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს და გეგმავს, საქართველო ოფიციალურად გახდეს რუსეთის ნაწილი. 

ისინი ამზადებენ საქართველოს გადაცემას რუსეთისთვის. მზადდება პროვოკაცია ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, რის შემდეგაც რუსეთი მოგვთხოვს ნეიტრალიტეტს. ესენი გამოაცხადებენ ნეიტრალიტეტს და რამდენიმე თვეში ან 1-2 წელიწადში საქართველო გახდება რუსეთის ოფიციალური ნაწილი. 

ამ ხელისუფლებას, ამ ფორმით, თუ ჩვენ აქტიურები ვიქნებით, დარჩა თვენახევარი. ეს ხელისუფლება წავა მიუსავლეთში ამ გაზაფხულზე. ამის შემდეგ უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, მასში შეიძლება შევიდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლებიც, რის შემდეგაც უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. იმიტომ, რომ ჩვენი ვალია, როცა რუსეთი იქნება ჩამოშლილი, ჩვენ ამას წელში გამართული დავხვდეთ, მომზადებულები. ის მომენტი, რომელიც დავით აღმაშენებელს დაუდგა დიდგორის ომის დროს, ჩვენ არ გავუშვათ”. – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

წინა სტატიადავით არახამია: ,,მოლაპარაკებების მე-5 რაუნდია, დღეს მთელი დღე ვმუშაობთ”
შემდეგი სტატიაუკრაინისათვის ფინანსურ დახმარებას 1 მილიარდ ევრომდე გავზრდით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური