მთავარიUncategorizedმარიამ ჯიშკარიანი: კვლევებით დადგინდა,რომ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოსტიკაც და მკურნალობაც ორივე ციხეში...

მარიამ ჯიშკარიანი: კვლევებით დადგინდა,რომ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოსტიკაც და მკურნალობაც ორივე ციხეში არასწორი იყო

Published on

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა –  ცნობილია სამედიცინო კვლევის შედეგები, რომელიც მესამე პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.

დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სახის  პრობლემებთან ერთად, აქვს ნევროლოგიური პრობლემებიც. 
კვლევის შედეგებს გაეცნენ ალტერნატიული კომისიის წევრები. ექიმები ამბობენ რომ ყველა დიაგნოზი, რომელიც კვლევაშია, მათთვის თავიდანვე იყო ცნობილი.

“რასაც ვპროგნოზირებდით, ყველაფერი დადასტურდა. ამ კვლევებით დადგინდა, რომ დიაგნოსტიკა აიყო არასწორი და შესაბამისად, მკურნალობაც იყო არასწორი როგორც გორის ჰოსპიტალში, ასევე მომდევნო პერიოდში რუსთავის მე-12 დაწესებულებაში” – ამბობს “ემპათიას” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი.

ის ითხოვს, დაუშვან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ემპათიას ექსპერტები და მედიკოსები, რომლებიც ადეკვატურად შეაფასებენ არსებულ ვითარებას და დანიშნავენ შესაბამის მკურნალობას.

მისივე თქმით, უნდა განიხილებოდეს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ ქვეყნიდან გაყვანის საკითხიც.

მიხეილ სააკაშვილი გამოკვლევებისთვის პენიტენციურმა სამსახურმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ ისე  გადაიყვანა, ამის შესახებ მისი ადვოკატებიც არ იყვნენ ინფორმირებული.

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...