მთავარისიახლეებიპოლიტიკახვიჩა კვარაცხელია რუბინს დაემშვიდობა

ხვიჩა კვარაცხელია რუბინს დაემშვიდობა

Published on

 საქართველოს ნაკრებს მარტის ამხანაგური თამაშებისთვის ხვიჩა კვარაცხელია ისევ ყაზანის რუბინის ფეხბურთელის სტატუსით შეუერთდა, თუმცა, ბოლო პერიოდში არ წყდება სპეკულაციები იმის შესახებ, რომ ქართველი შემტევი რუსულ კლუბს დატოვებს.

 სანაკრებო პაუზამდე რუბინმა ბოლო თამაში მოსკოვის ცსკა-სთან გამართა, რომელშიც გუნდს ხვიჩამ უკაპიტნა. რუსულ მედიაში ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

რუსული Match Tv-ის ჟურნალისტებმა ხვიჩა კვარაცხელიასთვის კაპიტნის სამკლაურის გადაბარებაში სიმბოლური ჟესტები ამოიკითხეს. მათი აზრით, ყაზანურ გუნდში ეს მისი ბოლო თამაში იყო, კლუბმა კი გაწეული სამსახურისთვის მადლობის გადახდა ასე გადაწყვიტა. 

ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში FIFA-მ რუსულ ფეხბურთს სანქციები დაუწესა და რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს საკუთარ კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტის უფლება მისცა.

ყაზანის რუბინი უკვე დატოვეს ხორვატმა ფილიკ ურემოვიჩმა, დანიელმა ანდერს დრეიერმა და მონტენეგროელმა სეად ხაკშაბანოვიჩმა. აჭარასპორტმა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით უკვე გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვიჩა ამ ლეგიონერებს აუცილებლად შეუერთდება.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...