ჯო ბაიდენი პარასკევს პოლონეთში გაემგზავრება

0
217

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პარასკევს ვარშავაში, პოლონეთში გაემგზავრება. მანამდე ის ბრიუსელში, ნატო-ს მოკავშირეებთან, G7-სა და ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა.

პოლონეთში ბაიდენი შეხვდება პრეზიდენტ ანდჟეი დუდას, რათა განიხილონ ჰუმანიტარული პასუხი უკრაინის ომზე.

“პრეზიდენტი განიხილავს იმას, თუ როგორ რეაგირებს შეერთებული შტატები, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კრიზისზე, რომელიც რუსეთის გაუმართლებელმა და არაპროვოცირებულმა ომმა უკრაინაზე შექმნა”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ორშაბათს ბაიდენი აპირებს სატელეფონო საუბარს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, იტალიის პრემიერ მინისტრ მარიო დრაგისთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრთან ბორის ჯონსონთან.

ოთხშაბათს ის გაემგზავრება ბრიუსელში ნატოსა და ევროპის საბჭოს სამიტებზე, ასევე G7-ის შეხვედრაზე დასასწრებად.

ბაიდენი უკრაინაში ვიზიტს ამ მოგზაურობის დროს არ გეგმავს.

წინა სტატიადღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება – სხდომას მესამე პრეზიდენტი დაესწრება
შემდეგი სტატიაპუტინი უკრაინასთან ომში “გეგმა B-ზე” გადადის – WSJ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური