მთავარისიახლეებისაზოგადოებაამინდი უახლოეს დღეებში

ამინდი უახლოეს დღეებში

Published on

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-23 მარტს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი და ნისლიანი ამინდი შენარჩუნდება.

მათივე ცნობით, 23 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებში იქნება. 24 მარტს დღის მეორე ნახევრიდან კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 22 მარტს ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 23 და 24 მარტს თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

25 მარტიდან დედაქალაქში უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურაც თანდათან მოიმატებს.

სიახლეები

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საგარეოდან, ხოლო მისი ცოლი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფარულავა თავად...

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...