ზელენსკი ოსკარის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს და “ოსკარის” ტრიბუნა შესთავაზეს

0
280

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოსკარის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს – ამის შესახებ ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამერიკელმა კომიკოსმა ემი შუმერმა, რომელიც წელს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის თანაწამყვანი იქნება, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

შუმერმა დრიუ ბერიმორის დილის შოუში განაცხადა და განმარტა, რომ ოსკარი კარგი პლატფორმა იქნებოდა ზელენსკისთვის, რომ მილიონობით ამერიკელს უამბოს უკრაინის ომის შესახებ.

წელს ემი შუმერი ოსკარის 94-ე დაჯილდოების ცერემონიას რეჯინა ჰოლთან და ვანდა საიკსთან ერთად წაიყვანს.

წინა სტატიამოკლულია რუსი მაიორი, რომელიც 2008 წელს საქართველოს ბომბავდა
შემდეგი სტატიაუკრაინაში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგეს ზუგდიდშიც
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური