მთავარისიახლეებიუკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი სამხედრო სენაკელი ბახვა ჩიქობავაა

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი სამხედრო სენაკელი ბახვა ჩიქობავაა

Published on

უკრაინაში რუსეთის აგრესიას კიდევ ერთი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით,
სამეგრელო-ზემო სვანეთის გდდ-ს სამხარეოს სამმართველოს ყოფილი უფროსი, 51 წლის ბახვა ჩიქობავა მარიოპულში დაიღუპა. ბახვა ჩიქობავა სენაკელია და უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გადავიდა.შეგახსენებთ, გუშინ უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი გია ბერიაშვილი და დავით რატიანი დაიღუპნენ. შეტაკება კიევის მახლობლად, ქალაქ ირპენთან მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც რუსმა ქვეითებმა დაცვის ხაზის გარღვევა ვერ შეძლეს, საოკუპაციო არმიამ მასირებული დაბომბვა დაიწყო. სამი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე სწორედ ამ დაბომბვაში მოყვნენ. ერთი ქართველი და ფრანგი მებრძოლი დაჭრილები არიან.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...