21 მარტიდან შვედური ბანკი საქართველოსთან ფინანსურ ტრანზაქციებს შეაჩერებს

0
260

შვედური ბანკი „ჰანდელს ბანკენი“ საქართველოსთან და სომხეთთან ფინანსურ ტრანზაქციებს 21 მარტიდან შეაჩერებს – გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინის კრიზისია.

ბანკმა დაადასტურა, რომ შეზღუდავს საქართველოსთან და სომხეთთან გახსნილი ანგარიშების მომსახურებას, რადგან ხედავს ამ ორი ქვეყნიდან სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყნისთვის ტრანზიტული გადარიცხვების მაღალ რისკს. თუმცა “ჰანდელს ბანკენის” თანახმად, ეს ღონისძიება მხოლოდ ადამიანების მცირე ჯგუფზე იმოქმედებს, რომელთა უმეტესობა კორპორატიული კლიენტია.

ბანკში განაცხადეს, რომ გარკვეული მომხმარებლებისთვის გამონაკლისებს დაუშვებენ, თუმცა ამ შემთხვევაში საიდენტიფიკაციო პროცედურის გავლა იქნება საჭირო.

წინა სტატიაუკრაინაში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგეს ზუგდიდშიც
შემდეგი სტატიაანტისაომარი პლაკატი სახელოში დავმალე და სტუდიაში ისე შევიტანე – მარინა ოვსიანიკოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური