მთავარისიახლეებიმსოფლიომტრის მაქსიმუმის განადგურება მინიმალური დანაკარგებით - უკრაინელი მებრძოლი თავდაცვის არსზე

მტრის მაქსიმუმის განადგურება მინიმალური დანაკარგებით – უკრაინელი მებრძოლი თავდაცვის არსზე

Published on

უკრაინელი მებრძოლი ვიქტორ ანდრუსევი ვრცლად აღწერს ომის დღეებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ბოლო ორ დღეზე ამახვილებს, როცა, მისი თქმით, “მტერმა კარგად მიიღო სიფათში”. ვიქტორ ანდრუსევი ეკონომიკის ამუშავების აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას და უკრაინის თავდაცვის არსსაც განმარტავს, რაც, მისი თქმით, მინიმალური დანაკარგებით მტრის მაქსიმალური ძალის განადგურებაში გამოიხატება. 

“ნუ ელოდებით ომის დასრულებას, ყოველდღიურად, შეუსვენებლივ იარეთ გამარჯვებისკენ. იქ, სადაც ხართ, იმით, რითაც შეძლებთ.

დღეს მივიღე დადასტურება, რომ რუსეთის ჯარების სამხრეთის დაჯგუფებას სერიოზულად ვუთავაზეთ სიფათში. აუცილებელია ყველას გესმოდეთ, რომ ჩვენი თავდაცვის არსი არ არის მიტაცებული პუნქტების გათავისუფლება ან ფრონტის ხაზის დაჭერა. ჩვენი თავდაცვის არსია მტრის მაქსიმუმის განადგურება მინიმალური დანაკარგებით. ჩვენ ურდოს ვეომებით, საჭიროა მისი განადგურება და არა თითოეული კვადრატული მეტრის დასაბრუნებლად მასთან ბრძოლა. ამერიკელი კოლეგების მონაცემებით, 20.000-იანი დანაკარგის შემდეგ რუსეთის არმია ბრძოლისუუნარო გახდება – აქეთკენ მივდივართ. 

2. ხვალ იქნება ცნობები, რომლებიც დაამტკიცებს “მსოფლიოს მეორე არმიის” საბოლოო გადატეხვას და თქვენ მიხვდებით, რომ მათ შანსი აღარ აქვთ, მაგრამ საჭიროა დრო და მოთმინება. 

3. დღის ფრაზა: “რა ვუყოთ ოკუპანტთა ცხედრებს, მალე დათბება და მათი გახრწნის გვეშინია”, წინახაზის ერთ-ერთი ქალაქიდან მივიღეთ. ეს არის რუსული დანაკარგის რეალური ასახვა. კიდევ უარესი ისაა, რომ ურდოს არაფრად უღირს ეს ცხედრები, მაგრამ ჩვენ ჰუმანური და საერთაშორისო ნორმები უნდა გავითვალისწინოთ და შემდეგ მოკლულთა დედებს გავაგებინოთ, რომ შვილები მოუკვდათ. ცოტა ხნის წინ დისკუსია მქონდა ჟენევის კონვენციაზე უცხოელებთან და ამერიკელებმა აღიარეს, რომ პირველად ხედავენ ჯარისკაცებს, რომლებსაც მსახურობისას უარესი პირობები აქვთ, ვიდრე ეს ტყვეებისთვისაა გათვალისწინებული.

4. ჩინეთის დღეები დგება. სწორედ ჩინეთი იქნება, ვინც სასწორის პინებს გადასწონის პუტინისთვის. ჯერ ისე ჩანს, რომ ის ჩვენსკენაა გადმოხრილი, მაგრამ დაველოდოთ – ჩინეთთან მიმართებაში ვერაფერში ვერ იქნები დარწმუნებული.

5. ჯართი, ჯართი და ისევ ჯართი! – თუ ეკონომიკა ჩამოიშლება, ვერ იქნება გამარჯვება და პირიქით. დღეს ყველა, ვინც ბიზნესს იწყებს და სამუშაოდ გამოდის, არანაკლები გმირია, ვიდრე ჯარისკაცი ან ვოლონტერი.

გამიგონეთ, ორ თვეში სერიოზული ეკონომიკური კრიზისი გვექნება. ახლა ხალხსაც და სახელმწიფოსაც რესურსი უმთავრდება. თუ ეკონომიკა არ იმუშავებს, ისე ჩავვარდებით, რომ გარედან დახმარება ვერაფერს გვიშველის. 

ყველამ დაიწყეთ სამეურნეო საქმიანობა, ვისაც შეგიძლიათ. ნუ ელოდებით ომის დამთავრებას. მესმის, სიტუაცია რთულია, განადგურებულია ლოგისტიკა, პრობლემაა კლიენტებთან დაკავშირებით, მაგრამ თუ ახლა არ დავიწყეთ მუშაობა, ეს პრობლემები არ გადაიჭრება. 

ცდგავართ, ვლოცულობთ თითოეული ქალაქისთვის, რომელიც იბომბება. ვხარობთ ნებისმიერი ოკუპანტის ცხედრის გამო. გამარჯვება ჩვენი იქნება!”, – ასკვნის ანდრუსევი. 

უკრაინაში მოკლეს პოლკოვნიკი, რომელიც 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში იბრძოდა

სიახლეები

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები-ონისე ცხადაძე

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები, როგორია, ციხეში რომ იგებ, ჭიშკართან პოულობენ მამაშენს მკვდარს? -...

ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე- დღეს პუტინთან საერთოდ არანაირი პროგრესი არ მქონია

გვქონდა სატელეფონო საუბარი. საკმაოდ ხანგრძლივი იყო. ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ირანიც. ასევე ვისაუბრეთ,...

შსს- პოლიციამ 150 გრამამდე „კოკაინი“ ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 150 გრამამდე „კოკაინი“ ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. ინფორმაციას შინაგან...

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...