მთავარისიახლეებიმსოფლიოაფეთქებები ლვოვსა და ოდესაში, უკრაინელების წარმატებული ალყა - რა ხდება ფრონტზე

აფეთქებები ლვოვსა და ოდესაში, უკრაინელების წარმატებული ალყა – რა ხდება ფრონტზე

Published on

დილიდან აფეთქების ხმა ისმის ლვოვში. გავრცელებული ინფორმაცია ლვოვის აეროპორტზე დარტყმის შესახებ ადმინისტრაციამ არ დაადასტურა.

ქალაქის მერის სერგეი სოდოვოის თქმით, აფეთქება მოხდა აეროპორტის რაიონში, მაგრამ არა თავად აეროპორტში. რამდენიმე შენობა დაზიანდა.

აფეთქების ხმების შესახებ იუწყებიან ოდესიდანაც. ამ დროისთვის ზუსტდება ეს აფეთქება სანაპიროდან მოდის და წინასწარ დანაღმულ ადგილებზე ხდება თუ საქმე საჰაერო თავდასხმასთან გვაქვს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, ოდესელები ქალაქში დესანტის გადმოსხმას ელოდებიან, თუმცა რუსულ მხარეს ჩანაფიქრის განხორცილებაში უამინდობა უშლის ხელს.

სუმთან ახლოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებულად მოაქციეს ალყაში რუსეთის 35-ე არმიის ერთერთი დანაყოფი – გენშტაბმა ვიდეოც გაავრცელა, სადაც ბრძოლის ეპიზოდია ასახული და აღნიშნულია, რომ ტანკსაწინააღმდეგო NLAW ყმბარით განადგურდა მოწინააღმდეგის “ტიგრი”, სადაც მაღალი სამხედრო რანგის მქონე პირი იჯდა.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...