იაპონია და ავსტრალია რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

0
253

იაპონია და ავსტრალია რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს.

იაპონია სანქციებს რუსეთის 15 მოქალაქესა და 9 ორგანიზაციას აკისრებს, მათ შორის, თავდაცვის სექტორის წარმომადგენლები და იარაღის ექსპორტიორი როსობორნექსპორტია.

იაპონიის მიერ სანქცირებულ პირებს შორის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა და ტექნიკის მწარმოებელი კომპანია, United Aircraft Corp მოხვდა. კომპანია საბრძოლო თვითმფრინავებს აწარმოებს.

რაც შეეხება ავსტრალიას, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სანქციებს 11 რუსულ ბანკსა და სამთავრობო უწყებებს უწესებენ. 

ავსტრალიამ ასევე, გააძლიერა სანქციები პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებზეც. სანქცირებულთა სიას მათ ორი რუსი მილიარდერი — ოლეგ დერიპასკა და ვიქტორ ვექსელბერგიც დაამატა.

წინა სტატიაოქრუაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარები ზელენსკის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენას ითხოვენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური