ჰაკერების ოინი – ფონოგრამა ლუჟნიკებში მოულოდნელად გაწყდა და პუტინის ნაცვლად გაზმანოვი ამღერდა

0
239

მოსკოვში გამართულ კონცერტზე პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის გამოსვლისას ეთერი მოულოდნელად შეწყდა.

დღეს მოსკოვში ყირიმის ანექსიის წლისთავის აღსანიშნავი კონცერტი გაიმართა.რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლუჟნიკის სტადიონზე 203 ათასი ადამიანი შეიკრიბა

საკონცერტო სცენა, საიდანაც პუტინმა რუსეთის მოსახლეობას მიმართა მორთული იყო სლოგანებით „სამყარო ნაციზმის გარეშე“ და „ჩვენი პრეზიდენტის მხარდასაჭერად“ – ორივე შემთხვევაში რუსული ასო ზ-ს ნაცვლად გამოყენებული იყო ლათინური “Z”, რაც უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის ჯარის სიმბოლოა.

 ვლადიმერ პუტინი გამოსვლისას, როცა რუსი ხალხის ერთიანობაზე საუბრობდა, მიმართვა მოულოდნელად შეწყდა და ოლეგ გაზმანოვის სიმღერით გაგრძელდა.

 

წინა სტატიამესტია დავით რატიანს დასტირის
შემდეგი სტატიანინო ლომჯარიას შესაძლო ვიზიტი უკრაინაში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური