მთავარისიახლეებიმსოფლიოდავით რატიანი, გია ბერიაშვილი - ქართველი მოხალისეების დაღუპვის დეტალები

დავით რატიანი, გია ბერიაშვილი – ქართველი მოხალისეების დაღუპვის დეტალები

Published on

კიევის სიახლოვეს, ქალაქ ირპენთან ქართული ლეგიონის წევრებისთვის გახსნილი საარტილერიო ცეცხლის დროს ორი ქართველი მოხალისე დაიღუპა, ერთი დაიჭრა, დაჭრილია ასევე ფრანგი მოხალისე. 

საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ, გამთენიისას, მაშინ როცა მებრძოლები უკან ბრუნდებოდნენ, ოკუპანტებმა მათი მისამართით ცეცხლი გახსნეს. როგორც ანტიოკუპაციური მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, ესროდნენ სხვადასხვა სახის იარაღიდან და საარტილერიო დანადგარებიდან, მათ შორის, ნაღმმტყორცნებიდან. 

დავით რატიანი და გია ბერიაშვილი სწორედ ამ დროს დაიღუპნენ. დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი და ფრანგი მოხალისე. 

შეგახსენებთ, რომ ირპენთან დგას ვოლოდიმი ზელენსკის ინიციატივით ჩამოყალიბებული, მოხალისეთა საერთაშორისო ლეგიონი, სადაც სხვადასხვა ქბეყნის მოქალაქეები არიან გაერთიანებული. 

ამ დროისთვის ირპენიდან დაღუპულთა ცხედრების გამოყვანის სპეცოპერაცია ტარდება. 

სიახლეები

არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე

"არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით" - ასე უპასუხა საქართველოს...

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას – საელჩოს განცხადება

უკრაინა პატივს მიაგებს 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხსოვნას - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის...

საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა...

კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა

ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა. ის...