ჩვენი ორი გმირი მებრძოლი დაეცა უკრაინის, საქართველოს და ცივილიზაციისთვის ომში!

0
280
ჩვენი ორი გმირი მებრძოლი – დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დაეცა ბრძოლის ველზე! უკრაინის, საქართველოს და ცივილიზაციისთვის ომში!
ნიკა მელია: ისინი ჩვენ მტერს უკრაინაში დახვდნენ, რომ დაამარცხონ, გაანადგურონ, დაიცვან ჩვენი უკრაინელი ძმები, დედები და შვილები და საქართველომდე არ მოუშვან დიქტატორი!
ქედს ვიხრით მათ წინაშე! ქედს ვიხრით მათი ვაჟკაცობის და მათი მშობლების, მათი ოჯახების წინაშე!
უკრაინა გაიმარჯვებს! საქართველო გაიმარჯვებს!
დიდება გმირებს!”
გიორგი ვაშაძე: ,,მძიმე დღე გვაქვს, ორი ქართველი პატრიოტი გმირი დავკარგეთ.
ღამით, ირპენში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენი მებრძოლები, დავით რატიანი და გია ბერიაშვილი შეეწირნენ.
დიდება გმირებს!
დიდება მათ ხსოვნას!
დიდება უკრაინას და საქართველოს! ”
გიორგი ბარამიძე: ,,უკრაინაში, კიევთან ახლოს, ჩვენს საერთო ვერაგ მტერთან ბრძოლაში, ნაციონალური მოძრაობის გამორჩეული ვაჟკაცები და პატრიოტები დაგვეღუპა.
აცხონოს მათი და ყველა გმირის სული ღმერთმა!”
დავით ქაცარავა: “გუშინ ირპენში ბრძოლაში, სადაც ჩვენი დანაყოფი მონაწილეობდა, გავანადგურეთ ორკების 3 ერთეული ჯავშან ტექნიკა და შესაბამისი ცოცხალი ძალა.
ოპერაციიდან გამოსვლისას ორკებმა ცეცხლი გაგვიხსნეს ნაღმტყორცნებიდან.
ჩვენი ორი ძმა, ჩვენი ქართველი მებრძოლი, დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დაიღუპა… ” 
ელენე ხოშტარია: ,,დღეს დავკარგეთ ორი ქართველი მებრძოლი,- გია ბერიაშვილი და დავით რატიანი.
ამ ადამიანებმა, სიცოცხლე გაწირეს ჩვენთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი მშვიდობისთვის.
მათ საკუთარ თავზე აიღეს, თავისუფლების ტვირთი და თავი გაწირეს.
ყველაზე მინიმუმი, რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, არის მათი ხსოვნის პატივისცემა და მათ ოჯახებზე ზრუნვა.
მე არ ვიცი და არ მაინტერესებს ხელისუფლება რას იზამს,
ჩვენ, ხალხმა ავიღოთ ინიციატივა.
ხვალ 15:00 სთ-დან, პარლამენტის წინ, მივიტანთ მათ ფოტოებს და ყველას გექნებათ შესაძლებლობა, პატივი მიაგოთ მათ ხსოვნას.”
წინა სტატიარუსულისამხედრო თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით სომხეთში გადაფრინდა
შემდეგი სტატიაახალი საგაზაფხულო აქცია ბიზნეს, აგრო და სამომხმარებლო სესხებზე [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური