რატიანი მაშინ დაიღუპა, როცა დაზიანებული მებრძოლი მხრებით გამოჰყავდა – უკრაინელი მეომარი

0
493
უკრაინაში, საერთაშორისო ლეგიონში მებრძოლი ალექს ბობროვნიკოვი დაღუპულ ქართველ მებრძოლებს იხსენებს და წერს, რომ დათო რატიანთან და გია ბერიაშვილთან ერთად იყო, როცა რატიანი ნაღმზე აფეთქდა. 
ალექს ბობროვნიკოვის თქმით, დათო რატიანი მაშინ აფეთქდა, როცა დაზიანებული ჯარისკაცი მხრებით გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან. 
უკრაინელი მებრძოლი, რომელიც დათო რატიანთან ომამდეც მეგობრობდა, მას იხსენებს, ახასიათებს და მადლობას უხდის: 
“უკვე გაჟონა პრესაში, ამიტომ ჩემგანაც შეიძლება უკვე თქმა. 
ბერო და დათო. გია ბერიაშვილი და დათო რატიანი. ისინი ირპენისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ, ჩვენი შენაერთიდან. 
ბეროს ცხედარი, მას მერე, რაც წავიდა ჩვენგან, ცეცხლის ქვეშ გამოგვქონდა. 
ბერო სიცოცხლისთვის ბოლო წუთამდე იბრძოდა. 
დათო რატიანი ჩემი ახლო მეგობარი გახდა. სწორედ მან, სიკვდილის შემდეგ, ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა, რაც დღეს მოვყევი კიდეც პრესასთან ისე, რომ სახელი არ მიხსენებია. 
დათომ სიკვდილამდე თან გაიყოლა რამდენიმე ოკუპანტი. ის მეტყვიამფრქვევე იყო. ცხოვრობდა როგორც გმირი, მოკვდა როგორც გმირი – ფრანგ ჯარისკაცს, რომელსაც ფეხი ჰქონდა დაზიანებული, ეხმარებოდა დანიშნულების წერტილზე მისვლაში. 
ნაღმის აფეთქებისას ადგილზე დაიღუპა. 
დათო ძლიერი, წყნარი, თავმდაბალი, ორგანიზებული და კეთილი იყო. 
დათო რატიანი – მესტიელი სვანი, აფხაზეთის მკვიდრი და კიდევ ერთი სამშობლოს დამკარგავი, ავღანეთის შემდეგ მისთვის მეორე – აფხაზეთში ომის დროს.
შესაძლოა, კიდევ დავწერო დათოზე – ადამიანზე, რომელმაც ჩვენი რამდენიმეთვიანი ნაცნობობისა და ფრონტზე ერთობლივი გასვლის განმავლობაში უამრავი რამ მასწავლა: სამაჩაბლოდან ჩემ მშობლიურ კიევამდე.
ამ წუთამდე მინდა გავიგონო შენი ხმა და შეკითხვები: “ალექს, გაწმინდე ავტომატი?”;
“ალექს, შვიდი შვილის დედა დაღუპულა ცეცხლის ქვეშ, მეომარი, ნახე, რას წერენ?”;
“ალექს, არის სიახლე? როდის გავალთ საბრძოლველად?”
დათო თავის ბოლო ბრძოლაში გუშინ (17 მარტს) გავიდა, დილის ხუთზე. 
ბოლომდე ერთად ვიყავით. 
ნაღმის ნამსხვრევები, რომელმაც ის მოკლა, როცა მტერი ჩვენს ალყაში მოქცევას ცდილობდა, მსუბუქად შეეხო მებრძოლს, რომელიც მას მხრებით გამოჰყავდა და ამცდა მე.
დათოს სათვალის საკიდმა ძაფმა იხსნა ჩემი სიცოცხლე იმ ღამით – ჩვეულებრივმა საკიდმა სათვალისთვის.
ჩვენ, ქართველებმა და უკრაინელებმა გამოვიტანეთ მათი ცხედრები ტყიდან, სადაც ისინი ჩაწვნენ.
ვიცი, განუწყვეტელი ცეცხლის დროსაც დათო აუცილებლად მეტყოდა: “ალექს, ხომ გეუბნები ხოლმე – ნუ მიამაგრებ მჭიდს ასე, ის შეიძლება გატყდეს”.
დათო. 
მადლობა, რომ ჩემთან იყავი. 
მადლობა, რომ იყავი”, – ამბობს ალექსი ბობროვნიკოვი. 
წინა სტატიაჩემი გულწრფელი სამძიმარი დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის დაღუპვის გამო”. – პრეზიდენტი სააკავილი
შემდეგი სტატიარუსეთი ცრუობს, რომ უკრაინას სადაცაა ნეიტრალიტეზე დაიყოლიებს, პოდოლიაკის თქმით კი უკრაინა თავის პოზიციაზე რჩება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური