მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართული ოცნება არც კი განიხილავს ოპოზიციის ინიციატივას   მოწვეულ იქნას პარლამენტში პრეზიდენტი...

ქართული ოცნება არც კი განიხილავს ოპოზიციის ინიციატივას   მოწვეულ იქნას პარლამენტში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

Published on

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პასუხობს ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას საქართველოს პარლამენტმა  მოიწვიოს სესიაზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. “ხაგზასმით ვამბობ, ნაციონალური მოძრაობისა და ლელოს არცერთ ინიციატივას, რომელიც შეეხება უკრაინას, ქართული ოცნება არც კი განიხილავს”. იგი “ისტერიას” უწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლების სურვილს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტს მიმართოს. მისი თქმით, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საკითხების დაყენებას არ აპირებენ.“მისი თქმით, ,,აბსურდია, როცა ქართული ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლების სახელით გამოდის და საუბრობს, ვის რა უნდა, ჩართვა უნდა თუ რა უნდა. არც კი ჰკითხეს საერთოდ უკრაინის ხელისუფლებას.” ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, ზელენსკი ჩაერთოს პარლამენტსსაკვირველია, საქართველოს პარლამენტის წევრს როგორ აქვს უცხო ქვეყნის ადმინისტრაციასთან რა კავშირი აქვს, რატომ საუბრობს მათი სახელით. ამ საკითხზე არანაირი კომუნიკაცია საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებას შორის არ ყოფილა და ეს საკითხი ამითი გარკვეულია რანაირი ინიციატივის დაყენებას არ ვაპირებთ”, – ამბობს პაპუაშვილი.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...