მთავარისიახლეებიმსოფლიო"паляниця", როგორც შიბოლეტი - რატომ ვერ წარმოთქვამენ სიტყვას სწორად რუსები

“паляниця”, როგორც შიბოლეტი – რატომ ვერ წარმოთქვამენ სიტყვას სწორად რუსები

Published on

შიბოლეტი, ეს არის რაიმე სიტყვა ან ფრაზა რომელიმე ენაზე, რომელსაც მოცემული ენის არმცოდნე ან ცუდად მცოდნე ადამიანი გამართულად ვერ წარმოთქვამს და ამით მისი, როგორც უცხოელის, იდენტიფიცირება ხდება.

ბოლო დროს ხშირად გვსმენია და ხშირად გვინახავს ვიდეოც, სადაც უკრაინელები ერთი სიტყვის წარმოთქმას სთხოვენ ხოლმე უკრაინაში მყოფ რუსებს, რომლებიც ამბობენ, რომ არა ჩამოსულები, არამედ ადგილობრივები არიან. ეს სიტყვა კი გახლავთ “паляниця”, რომელიც უკრაინული პურის ერთერთი ნაირსახეობაა.

რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ტესტი ზუსტია და მისი გამოყენებისას სწორად ადგენენ, სიტყვის წარმომთქმელი არის თუ არა დაბადებული და გაზრდილი უკრაინაში. არავინ იცის, რატომ, მაგრამ რუსები ამ სიტყვას სწორად ვერ წარმოთქვამენ. მეტიც, რუსები წერენ არა “паляниця”, არამედ «паляница».

17 მარტს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა, უკრაინის პრემიერმინისტრის სახელით ჩემთან ხაზზე თაღლითი გამოვიდა და როცა დეტალებზე გადავედით და საუბარი საეჭვო გახდა, ხაზი გათიშაო. 

მას მალევე უპასუხა პრემიერმა შმიგალმა და სთხოვა: “შემდეგ ჯერზე, სანამ საუბარს დაიწყებთ, სთხოვეთ მას, წარმოთქვას სიტყვა:  “паляниця””, – დაწერა მან ტვიტერზე. 

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...