მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთმა სანქცირებულთა სიაში, ჯო ბაიდენის ნაცვლად, აწ განსვენებული მამამისი შეიყვანა - ფსაკი

რუსეთმა სანქცირებულთა სიაში, ჯო ბაიდენის ნაცვლად, აწ განსვენებული მამამისი შეიყვანა – ფსაკი

Published on

თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენიფერ ფსაკი ხუმრობს იმ სანქციებთან დაკავშირებით, რაც რუსეთმა ჯო ბაიდენსა და აშშ-ის სხვა მაღალჩინოსნებს დაუწესა. 

მისი თქმით, გამოდის, რომ რუსეთმა სანქცირებულთა სიაში არა ჯო ბაიდენი, არამედ აწ განსვენებული მამამისი შეიყვანა. 

როგორ მოხდა ეს?

საქმე ის გახლავთ, რომ ჯო ბაიდენი მამამისის თითქმის სრული სეხნიაა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მოქმედი პრეზიდენტის გვარის ბოლოს, წესით, იწერება უმცროსი (Jr). 

ანუ, აშშ-ის ახლანდელი პრეზიდენტის მამა იყო ჯოზეფ რობინეტ ბაიდენი, ხოლო მისი შვილი ჯოზეფ რობინეტ ბაიდენ-უმცროსია. რუსულ სიაში კი სანქცირებულია ჯოზეფ რობინეტ ბაიდენი და არა ბაიდენ-უმცროსი.

“შესაძლოა, სინამდვილეში რუსეთმა სანქციები ჯო ბაიდენის აწ განსვენებულ მამას დაუწესა”, – იხუმრა ბრიფინგზე ფსაკიმ. 

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...