მთავარისიახლეებიმსოფლიო"ეს-ესაა ომი მოვიგეთ, ლოკალური მაინც" - სერგეი ლოიკო უკრაინელი მეომრის წერილს აქვეყნებს

“ეს-ესაა ომი მოვიგეთ, ლოკალური მაინც” – სერგეი ლოიკო უკრაინელი მეომრის წერილს აქვეყნებს

Published on

ცნობილი ბეთსელერის “აეროპორტის” ავტორი, რუსული წარმოშობის ამერიკელი ფოტოგრაფი, რომელიც ბეთსელერში დონეცკის აეროპორტის სიტუაციას (2014) აღწერს, ფეისბუქზე აქვეყნებს წერილს, რომელიც, მისი თქმით, ირპენთან მებრძოლი მეონრისგან მიიღო და რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების უპრეცენდენტო კონტრშეტევას აღწერს. 
“არის აზრი, რომ ეს-ესაა მოვიგეთ ომი (მინიმუმ, ლოკალური). დაახლოებით 3 საათის წინ ისეთი ამბები ტრიალებდა ირპენში, ბუჩაში, სტოიანკში, ვორზელში, მილოისთან, რომ ცა იწვოდა – ასეთი რამ არ მომხდარა მაშინაც კი, როცა ირპენს ორკები ბომბავდნენ.
ჩვენები გაბრაზდნენ, ალყაში მოაქციეს ეს არამზადები და დამპყრობლების ფეხქვეშ მიწა იწვოდა. 
ეჭვი მაქვს, იქ ცოცხალი არავინ დარჩა და ნაგებობაც არ დარჩა მთელი. უშენდნენ რაკეტებს, გრადებს და კიდევ ისეთი სიმძლავრის კომპლექსიდან, რომ არც კი ვიცი, რომელი იყო. ძალიან სასიამოვნო იყო ამ ყველაფრისთვის თვალის დევნება პირველი რიგებიდან. 
უკვე 40 წუთია, ჩვენები მათ უკან, დასავლეთისკენ მიერეკებიან და რაკეტებს აწევენ ზურგში. 
ირპენის, ბუჩის, ვორზელისა და ბორიდიანკის მიმართულებაზე სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. დამყრობლები გარბიან და უკან იხევენ! ამ სამი საათის განმავლობაში მათ მინიმუმ 40-50 კმ-ით დაიწიეს უკან, ალბათ, მაკაროვამდე ან კიდევ უდრო შორს”, – ნათქვამია წერილში, რომელსაც  სერგეი ლოიკო აქვეყნებს. 

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...