“ქართული ოცნება” და საქართველოს პრეზიდენტი უარს ამბობენ უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე

0
277

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი ხელისუფლებას მიმართავს და აცხადებს, რომ  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და  დაუყოვნებლივ საჭიროებს შესაბამის მკურნალობას .

მისი  თქმით, ნათელია, რომ მმართველ გუნდს არ აქვს ნება, ივანიშვილის პირადმა მძევალმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება მიიღოს.-გარდა ამისა, “ქართული ოცნება” და საქართველოს პრეზიდენტი უარს ამბობენ უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე – გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან.

“აღსანიშნავია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალურად მოსთხოვა პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი იყო საჯარო უარი უკრაინის ხელისუფლებისთვის, იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც ომში იმყოფება პუტინის რუსეთთან. ეს ნაბიჯი არ იმსახურებს მოწონებას, რადგან ზურაბიშვილი თავს იწონებს უკრაინის მხარდაჭერით და ეს მხარდაჭერა მხოლოდ სიტყვებში არა, ქმედებებში უნდა გამოიხატებოდეს”- ამბობს საძაგლიშვილი

წინა სტატიასალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტს გამოვიყენებ, კარგი იქნება თუ შემოუერთდება მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაბარბაროსები ანტონოვის ქარხანას – უკრაინული ინჟინერიის მწვერვალს ანადგურებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური