მთავარისიახლეებიმსოფლიოვინ არის პუტინის გასაიდუმლოებული ქალიშვილი, 17 წლის ბლოგერი სანკტ-პეტერბურგიდან

ვინ არის პუტინის გასაიდუმლოებული ქალიშვილი, 17 წლის ბლოგერი სანკტ-პეტერბურგიდან

Published on

ვლადიმირ პუტინის პირადი ცხოვრება რომ მკაცრადაა გასაიდუმლოებული და მის შესახებ ფაქტები ბევრისთვის უცნობია, რუსეთშიც და მის ფარგლებს გარეთაც ყველამ იცის. 

ამის მიუხედავად, გაჟონა ინფორმაციამ, რომ ვლადიმირ პუტინს სანკტ-პეტერბურგში 17 წლის ქალიშვილი ჰყავს და როგორც მედიაში წერენ, მისი დაბადება პუტინის პოლიტიკური კარიერის დასაწყისს ემთხვევა. 

გოგონას დედა სვეტლანა კრივონოგაიაა, რომელიც დამლაგებელი იყო, მაგრამ 2000 წელს რუსეთის ერთერთი ყველაზე მდიდარი ქალი გახდა. ეს სწორედ ის წელია, როცა ვლ. პუტინი პირველად გახდა რუსეთის პრეზიდენტი. 2003 წელს სვეტლანამ გააჩინა გოგონა და მას ელიზაბეტა დაარქვა. 

გოგონა დიდად არ განსხვავდებოდა თანატოლებისგან, პოსტავდა ინსტაგრამზე, ინტერესდებოდა მოდითა და მუსიკით, მაგრამ ბოლო წლებში მისი ნებისმიერი ბლოგის ქვეშ შეხვდებოდით პოლიტიკურ კომენტარებს, წყევლას იმის გამო, რასაც მისი სავარაუდო მამა სჩადის უკრაინაში. ამის შემდეგ გოგონამ ბლოგი საერთოდ დაბლოკა.

ყვითელი პრესის თანახმად, ვლადიმირ პუტინისა და ლუიზას (ელიზაბეტს ასეც ეძახიან) დედის რომანი მაშინ დასრულდა, როცა რუსეთის პირველმა პირმა დაიწყო ურთიერთობა ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევასთან. 

მსოფლიოს მთავარ აგრესორს ორი ქალიშვილი ლუდმილა პუტინასგან ჰყავს: მარია 35 წლისაა, კატერინა 34. წყვილი 2013 წელს დაშორდა, ალინა კაბაევასა და ვლ. პუტინს კი ოთხი შვილი ჰყავთ.  

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...