მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთის ძალები გვერდს აუვლიან ნიკოლაევს, რათა თავს დაესხან ოდესას - ბრიტანული დაზვერვა

რუსეთის ძალები გვერდს აუვლიან ნიკოლაევს, რათა თავს დაესხან ოდესას – ბრიტანული დაზვერვა

Published on

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვაზე დაყრდნობით  იტყობინება, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ეცდებიან, გვერდი აუარონ ქალაქ ნიკოლაევს, რათა თავს დაესხან ოდესას.

ამ მონაცემების თანახმად, რუსი სამხედროები ცდილობენ ალყაში მოაქციონ უკრაინული არმია აღმოსავლეთიდან, ხარკოვისა და მარიუპოლის მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა მხარემ გუშინ საღამოს განაახლა და მთელი ღამის განმავლობაში აგრძელებდა სარაკეტო შეტევას კიევის, ხარკოვის, მარიუპოლის, ჩერნიგოვის მიმართულებით.

ცოტა ხნის წინ ჩერნიგოვში რაკეტა დაეცა ცხრასართულიან საერთო საცხოვრებელს, მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა. რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად დანგრეულია შვიდი სართული.

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...