კიევის ოლქში კადიროვის შენაერთებმა დაჭრილი რუსი ჯარისკაცები დახვრიტეს 

0
334

კიევის ოლქში, სოფელ ბოროდიანკასთან ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შეანერთებმა დაჭრილი რუსი ჯარისკაცები ბელარუსში გადაყვანის ნაცვლად, დახვრიტეს. ინფორმაციას Украинская правда უკრაინის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, დახვრეტილთა შორის 36-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის ერთ-ერთი დანაყოფის წევრები არიან.

რადას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრის, ფედორ ვენისლავსკის თქმით, საოკუპაციო ძალების არმიაში სპეციალური შენაერთები არსებობს, რომლებიც უკანდახეულ და გაქცეულ სამხედროებს ესვრიან. მისივე თქმით, ეს დანაყოფები სწორედ კადიროვის მებრძოლებისგან შედგება.

წინა სტატიაოკუპანტებმა ირპენში New York Times-ის ჟურნალისტი დაჭრეს
შემდეგი სტატიაიტალიაში უკრაინელი ლტოლვილების ავტობუსი გადაბრუნდა, არის მსხვერპლი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური