ბრიტანული გამოცემა “Express”: უკრაინაში მიმდინარე ომს მიხეილ სააკაშვილი დიდი ხნის წინ პროგნოზირებდა

0
386

ბრიტანული გამოცემა  “Express” აქვეყნებს სტატიას საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ და იმ ინტერვიუს ფრაგმენტს, რომელიც მან გასულ წელს BBC-ის მისცა.

სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომს მიხეილ სააკაშვილი დიდი ხნის წინ პროგნოზირებდა და მისი აზრით, პუტინის შეჩერება მხოლოდ სამხედრო ძალითაა შესაძლებელი.

ავტორის თქმით, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ნატოს საბოლოოდ ამ კონფლიქტში ჩართვა მაინც მოუწევს.

“ეჭვი არ მეპარება, რომ პუტინი ამზადებს მასობრივ შეჭრას უკრაინაში, უბრალოდ საკითხავია როდის გააკეთებს ის ამას. ახლა როდესაც საზღვართან ჯარები აქვს მობილიზებული თუ მოგვიანებით, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი არის ის, რაც მან თქვა, რომ უკრაინა არის არა ქვეყანა, არამედ ტერიტორია, რომელიც უნდა დაიბრუნოს. მას ისევ სჯერა, რომ შეუძლია აღმოსავლეთ უკრაინის აღება, ასევე სამხრეთით ოდესის დაკავება და ევროკავშირის სამხრეთ ფლანგამდე მისვლა. ოდესა მას ისეთივე რუსეთის ქალაქად მიაჩნია, როგორც სევასტოპოლი”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი ინტერვიუში. 

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამჟამინდელმა მთავრობამ დააპატიმრა და ის დღემდე ციხეშია, სადაც 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. 

წინა სტატიაიტალიაში უკრაინელი ლტოლვილების ავტობუსი გადაბრუნდა, არის მსხვერპლი
შემდეგი სტატიასევეროდონეცკი, რუბეჟნი, პოპასნაია ცეცხლის ალშია გახვეული, ათეულობით სახლი იწვის (ფოტო)
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური