Bayraktar TB2, როგორც უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლო – ექსპერტების ანალიზი

0
305

სამხედრო ექსპერტები იოსტ ოლიმანსი და სტეინ მიტცერი, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ომის დაწყების დღიდან აკვირდებიან, წერენ, რომ თურქული Bayraktar TB2-ები, რომლებიც უკრაინამ შეისყიდა, რუსულ შენაერთებს სერიოზულ ზიანს აყენებენ. 

ექსპერტები წერენ, რომ “ბაირაქტარი” უკრაინული წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. არადა, ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდობდა, რომ ოცამდე უკრაინის კუთვნილი “ბაირაქტარი” ომის პირველ ეტაპსაც ვერ გაუძლებდა და რომ მათი დიდი ნაწილი მიწაზე განადგურდებოდა, ნაწილი კი – აფრენიდან ცოტა ხანში ჩამოვარდებოდა.  

“ამ ვარაუსების საწინააღმდეგოდ, “ბაირაქტარი” ყველასთვის ცნობილი სლოგანი გახდა მას შემდეგ, რტაც სოცქსელებში თითქმის ყოველდღიურად ქვეყნდება მათი წარმატებული ნადირობის ამსახველი ვიდეოები” – ნათქვამია ორი სამხედრო ექსპერტის ანგარიშში. 

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსულმა მხარემ ამ დრომდე ვერ გამოაქვეყნა თუნდაც რამდენიმე “ბაირაქტარის” განადგურების დამადასტურებელი მასალები, თუმცა, ხაზს უსვამს, რომ ჰაერში რუსეთი დომინირებს. 

“აღსანიშნავია, რომ თურქეთსა და უკრაინას შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, თურქეთი აგრძელებს უკრაინის მომარაგებას “ბაირაქტარებით”, თუმცა, ამავე დროს, მინიმუმამდე დაჰყავს მონაცემების გაჟონვა, რათა ნაკლები ყურადღება მიიქციოს და მონაცემები არ მოხვდეს მოწინააღმდეგის ხელში”, – წერენ ექსპერტები. 

Bayraktar – თურქული საშუალო სიმაღლის გრძელვადიანი უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატი, რომლითაც შესაძლებელია დისტანციურად მართვა ან ავტონომიურად ოპერირება.

Bayraktar-ის დარტყმების ვიზუალური ნაკრები – როგორ იწვის რუსული კოლონები უკრაინაში

წინა სტატიაკიევისკენ მიმავალი რუსული კოლონის განადგურება კადრში მოხვდა [video]
შემდეგი სტატიაივანიშვილის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ტრიბუნალი ჩემზე გამოსულიყო და სრულიად საპირისპირო შედეგი მიიღეს!
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური