ხარკოვთან დაბომბვისას მინიმუმ 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია

0
237

ხარკოვთან ახლოს, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვისას 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია. ინფორმაციას BBC უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაშავებულია 5 წლის გოგონა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ სლობოჟანსკეში მოხდა.

მაშველები, სავარაუდოდ, დღეს ადგილზე სამძებრო სამუშაოებს გააგრძელებენ, რათა ნანგრევებიდან ცხედრები ამოიყვანონ.

ღამით ხარკოვის ცენტრი სავაჭრო ცენტრიც დაიბომბა, თუმცა იქ მსხვერპლი არ ყოფილა.

წინა სტატიაეს გენოციდია, ვემუდარებით პარტნიორებს, დახურონ ცა – მარიუპოლის მერი
შემდეგი სტატიაICFJ -ის სპეციალური სტატია ომის გაშუქებაზე, TOK TV -სა და JRC -ზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური