IELTS-ის შემდეგ TOEFL-მა შეაჩერა ინგლისური ენის გამოცდები რუსეთში

0
256

TOEFL-მა, ინგლისური ენის საერთაშორისო ტესტირების სისტემამ შეაჩერა ტესტები რუსეთსა და ბელარუსიაში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო.

ETS, რომელიც ფლობს TOEFL-ს, გამოთქვა იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდება მშვიდობა.

მანამდე, რუსეთში ტესტირებები შეაჩერა ინგლისური ენის გამოცდების კიდევ ერთმა სისტემამ, IELTS-მა.

TOEFL და IELTS ტესტები საჭიროა ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადასტურებლად ევროპის, აშშ-სა და აზიის უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.

წინა სტატიაAnonymous- მა რუსეთში 400-ზე მეტი საჯარო კამერა დაჰაკა
შემდეგი სტატიაჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორი აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაპატიმრების ორდერის გაცემას ითხოვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური