ICFJ -ის სპეციალური სტატია ომის გაშუქებაზე, TOK TV -სა და JRC -ზე

0
235

„ჩვენთვის ნათელია, რომ საქართველოს ბედი უკრაინის ომის ბედზეა დამოკიდებული” – ჟურნალისტიკის საერთაშორისო ცენტრი – ICFJ, რომელიც ვაშინგტონშია ბაზირებული, ომის გამშუქებელი ჟურნალისტების შესახებ მომზადებულ სპეციალურ მასალაში ნათია კუპრაშვილს ციტირებს. ​ICFJ-ი TOK TV -სა და ამ არხის დამფუძნებელი JRC -ის საქმიანობით უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად დეზინფორმაციის გაძლიერების კონტექსტში დაინტერესდა.მასალაში საუბარია იმ პროექტებზე, მეთოდოლოგიასა და მიდგომებზე, რომლითაც ნათია კუპრაშვილი TOK TV -სა და JRC გუნდთან ერთად დეზინფორმაციულ ნაკადს უმკლავდება. ესაა საგანგებო რეჟიმი, რომლითაც TOK TV ომის დაწყების დღიდან გადავიდა. არხი ყოველდღიურად აწვდის მიზნობრივი აუდიტორიას, როგორც პარტნიორი მედიების, ისე ომის მსვლელობის შესახებ მის მიერ გადამოწმებულ სანდო ინფორმაციას.

ეს არის მობილური აპლიკაცია – FACT OR FAKE, სადაც კითხვები ყოველდღიურ რეჟიმში იტვირთება და მის მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს გადამოწმებულ ინფორმაციას თამაშით გაეცნონ.

ასევე, სპეციალურ გადაცემათა ცილკი, ,,რას ლაპარაკობს და უჩვენებს მოსკოვი“ რომელიც რუსული არხებიდან მომდინარე დეზინფორმაციას აანალიზებს.

წინა სტატიახარკოვთან დაბომბვისას მინიმუმ 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია
შემდეგი სტატიაუარი პრივილეგიებზე და საჯარო შეთანხმება საკრებულოს თავმჯდომარესთან – ენმს ულტიმატუმი ზუგდიდის საკრებულოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური