მთავარისიახლეები"ლოდინის საშუალება არ გვაქვს, ომი ტენისის თამაში არ არის" - ზელენსკის მიმართვა...

“ლოდინის საშუალება არ გვაქვს, ომი ტენისის თამაში არ არის” – ზელენსკის მიმართვა დასავლეთს

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მორიგი ბრიფინგი გამართა. როგორც მან აღნიშნა, საფრთხე მასშტაბურია, თუმცა უკრაინელი ხალხი მტრის წინააღმდეგ გმირულად იბრძვის და ამით მთელ მსოფლიოს შთააგონებს.

“ძვირფასო უკრაინელებო, დღეს მე-14 დღეა, რაც ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად გავერთიანდით. საფრთხე მასშტაბურია. მტერმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოიყვანა ყველა, ვისი შემოჭრაც თავიდანვე იყო გადაწყვეტილი. ამასთან, მაქსიმალურია ჩვენი პასუხის არეალიც. ამ შემთხვევაში ჩემს მიერ ნათქვამ სიტყვა მაქსიმალურს, ორი მნიშვნელობა აქვს: მათ მაქსიმალური ტექნიკა ჰყავთ – ჩვენ კი ერი; მტერს ბრძანება აქვს, თავს დაგვესხას და ადამიანები მოკლას – ჩვენ გვაქვს სურვილი თავი დავიცვათ და სამშობლო მტრისგან გავათავისუფლოთ.

მტერს მედგრად დავუდექით. ჩვენი გამძლეობით მსოფლიოს შთავაგონეთ. დღეს დედამიწაზე არ არსებობს ადგილი სადაც არ იციან უკრაინელი ერის გმირობის შესახებ. იმ ადგილებშიც კი იციან, სადაც მხარს არ გვიჭერენ. იციან რასაც მივაღწიეთ და გრძნობენ იმას, რასაც მივაღწევთ. თუ ერთიანობას და ნაციონალურ ძალას შევინარჩუნებთ – სამშობლოს დავიცავთ. მტერს შეუძლია ქალაქები, დასახლებები, ეკლესიები და სხვა ადგილები გაანადგუროს, თუმცა ჩვენს სულს ვერასოდეს შეეხება”, – ამბობს ვოლოდიმი ზელენსკი.

ის რუს ჯარისკაცებსაც მიმართავს და ურჩევს, სანამ დრო აქვთ, “თავს უშველონ”.

“ჩვენმა არმიამ მოახერხა და სამხედრო არსენალი შეავსო, განსაკუთრებით დიდია ტროფეი, რომელიც მტერს დავათმობინეთ. მათი ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და იარაღი ახლა უკვე ჩვენ გვიცავენ. რა უნდა იყოს ოკუპანტისთვის იმაზე დამამცირებელი, როდესაც მას თავისივე იარაღით მოკლავ. მტრის ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა ჩვენი ძალა იგრძნეს. საკუთარ თავს ეკითხებიან თუ რას აკეთებენ უკრაინაში. ჩვენც არ გვაქვს პასუხი.

რუსო ჯარისკაცებო, თქვენ გაქვთ შანსი, გადაურჩეთ ჩვენს არმიას. 2 კვირაა ხედავთ, რომ დანებებას არ ვაპირებთ. ეს არის ჩვენი სახლი, ჩვენი ოჯახი და შვილია. ვიბრძოლებთ ბოლომდე, მანამ სანამ ჩვენს მიწას არ დავიბრუნებთ და თითოეული დაღუპული უკრაინელისთვის პასუხს არ გაგცემთ. არ დაუჯეროთ თქვენს მეთაურებს, როდესაც გეუბნებიან, რომ უკრაინაში შანსები კიდევ გაქვთ. არ დაუჯეროთ. გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენმა მეთაურებმა ამის შესახებ უკვე ირწმუნეს. თავებს უშველეთ და წადით. დაასრულეთ ეს ომი”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა მსოფლიოს, ჩაკეტონ უკრაინის ცა.

“სრულმასშტაბიანი და საშინელი ომის მე-14 დღეა. ჩვენს მეგობრებს უკრაინის დახმარება რომ სჭირდებოდეს, გადაწყვეტილებას 1 საათში მივიღებდით, ჩვენ კი ომის პირველივე დღიდან პარტნიორებს ვეუბნებით, რომ თუ ისინი ცას არ ჩაკეტავენ, ამ კატასტროფაზე პასუხისმგებლები გახდებიან. რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ სრულ საჰაერო ავიაციას, ბომბებს და რაკეტებს იყენებს. მსოფლიო ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს, თუმცა პასუხი არ არის. მადლობელი ვარ პოლონეთის პოლონეთის რომელიც მზად არის, უკრაინაში თვითმფრინავები მისცეს, თუმცა ახლა ლოგისტიკის საკითხია მოსაგვარებელი. ეს ტექნიკური საკითხია. როდის იქნება გადაწყვეტილება.

მომისმინეთ, ჩვენ ომში ვართ, გადაწყვტილებების ლოდინის საშუალება არ გვაქვს. ომი ტენისის თამაში არ არის, საუბარია ადამიანების სიცოცხლეზე. გთხოვთ გადაწყვეტილება მალე მიიღეთ. პასუხისმგებლობას ნუ გაურბიხართ, თვითმფრინავები გამოაგზავნეთ. მომდის ინფორმაციები, რომ გარკვეული ადამიანები თავის პირად სარგებელზე ფიქრობენ, ან სხვაზე მუშაობენ ან რუსეთში ხელმოსაჭიდ ხავსს ეძებენ, კარგად მომისმინეთ – ყველაფერს ვხედავთ და პასუხიც შესაბამისი იქნება. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ხალხი უკვე ყველაფერში გაერკვია. დიდება უკრაინას”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...