კიევთან ახლოს უკრაინელებმა რუსული მოიერიშე Су-27 ჩამოაგდეს. თვითმფრინავი დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა, თუმცა იმ დროს ტერიტორიაზე არავინ იყო – მოსახლეობა გახიზნულია.
როგორც შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო იტყობინება, დაზიანებული თვითმფრინავიდან კატაპულტირება მოახერხა რუსმა პილოტმა, მაგრამ დაშვებისას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და დაიღუპა.