მთავარისიახლეებიმსოფლიო"4 წლის ვალერიმ საზღვარი ოჯახთან ერთად გადაკვეთა, ახლა უსაფრთხოდაა" - პოლონეთის სასაზღვრო

“4 წლის ვალერიმ საზღვარი ოჯახთან ერთად გადაკვეთა, ახლა უსაფრთხოდაა” – პოლონეთის სასაზღვრო

Published on

მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, პოლონეთის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური აქვეყნებს ინფორმაციას უკრაინელი 4 წლის ბიჭის შესახებ, რომელმაც, მედიის დიდი ნაწილის ცნობით, უკრაინა-პოლონეთის საზღვარი მარტომ გადაკვეთა. 

“გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, ბიჭს საზღვარი მარტოს არ გადაუკვეთავს, ის ოჯახის წევრებთან ერთად იყო, საზღვარზე მიიღო ტკბილეული ოფიცრებისგან და ოჯახთან ერთად ამჟამად უსაფრთხოდ იმყოფება პოლონეთში” – წერს “ტვიტერზე” პოლონეთის სასაზღვრო სამსახური. 

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, 4 წლის ბიჭმა, რომელიც ატირებული გადაიღეს, უკრაინა-პოლონეთის საზღვარი მარტომ გადაკვეთა და მისი მშობლები დაიხოცნენ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ე.წ. “ზოლიანქურთუკიანი ბიჭუნას” შესახებ ქართულ მედიაშიც არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. 

ამის გარდა, კიდევ ერთი, 11 წლის უკრაინელი ბიჭის ისტორიაში, რომელსაც ხელზე ეწერა ტელეფონის ნომერი და საზღვარი გადაკვეთა, არასწორი აღმოჩნდა დეტალი, რომ მისი მშობლები დახოცეს. მოგვიანებით დედამ განაცხადა, რომ ზაპოროჟიედან მაღთლაც მაატრებლით, მარტო გაამგზავრა ბავშვი, რადგან სხვაგვარად არ შეეძლო, სახლში მყოფი მოხუცი დედის მდგომარეობის გამო. 

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...