მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინელებმა 30-ზე მეტი ვერტმფრენი ერთი დარტყმით გაანადგურეს - ჩერნობაევკის ღამის ქრონიკა

უკრაინელებმა 30-ზე მეტი ვერტმფრენი ერთი დარტყმით გაანადგურეს – ჩერნობაევკის ღამის ქრონიკა

Published on

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონთან, ჩერნობაევკის აეროდრომზე, ერთი საარტილერიო დარტყმით გაანადგურეს რუსული სამხედრო ვერტმფრენები, რომლებიც იქ იყვნენ ბაზირებული. 

ჩერნობაევკის აეროდრომზე ზუსტი საარტილერიო, წერტილოვანი დარტყმები განხორციელდა და როგორც უკრაინაში მყოფი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე წერს, ეს ზუსტი დარტყმა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც აშშ-მა უკრაინას სადაზვერვო, ზუსტი მონაცემები მიაწოდა.

“ამერიკელებმა პირველად მიაწოდეს უკრაინას ეგრეთწოდებული ‘lethal intelligence’, ანუ ოპერატიული სადაზვერვო მონაცემები, რაზეც შეიძლება დაუყოვნებელი ლეტალური რეაგირება. (აქამდე ასეთ სადაზვერვო მონაცემებს ამერიკა ლეგალურად ვერ იძლეოდა)”, – წერს არველაძე და ამატებს, რომ ამ მონაცემების მიღების შემდეგ უკრაინელებმა ისე გაანადგურეს რუსული ვერტმფრენები, რომ ისინი ადგილიდანაც არ აფრენილან. 

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...