მთავარისიახლეებიმსოფლიო„წავაგებთ გუმისთაზე? წავაგებთ დნეპრზეც!"“ - აფხაზეთში მებრძოლი უკრაინელების დევიზი

„წავაგებთ გუმისთაზე? წავაგებთ დნეპრზეც!”“ – აფხაზეთში მებრძოლი უკრაინელების დევიზი

Published on

1992-93 წლებში აფხაზეთში, რუსეთის მიერ ინსპირირებული და მისი ფარული მონაწილეობით განვითარებული სამხედრო კონფლიქტის დროს, ქართველების მხარეს უკრაინელ მეომართა ოცკაციანი ჯგუფი იბრძოდა.

ეს ჯგუფი „უნსოს“ – უკრაინის სახალხო-გამათავისუფლებელი არმიის წევრებით იყო დაკომპლექტებული. ეს მოძრაობა უკრაინაში საზოგადოებრივ საწყისებზე იყო შექმნილი. მათ „ბანდეროვცებსაც“ ეძახდნენ, რადგან თავიანთ ლიდერად სტეფან ბანდერას აღიარებდნენ.

მათი შეხმიანება-პაროლი ასეთი იყო: „სლავა ნაციი“ – „სმერტ ვრაგამ!“.

საქართველოში ჩამოსულ ჯგუფს სერგეი კორჩინსკი და ანატოლი ლუპიზონი მეთაურობდნენ. ანატოლი ლუპიზონი სსრ კავშირის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებითაც იყო ცნობილი და ათ წელზე მეტი ჰქონდა მოხდილი გულაგის ციხეებში.

უკრაინელთა ოცკაციანი ჯგუფიდან აფხაზეთში 11 მებრძოლი დაიღუპა, მათ შორის მამა-შვილიც იყო.

მებრძოლებთან ერთად იყო და მათ ხშირად ხვდებოდა მამა რომანი – თბილისელი მღვდელმსახური, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობდა და ასრულებდა სულიერ მისიას. შემონახულია ვიდეო, სადაც მამა რომანი მადლობას უხდის უკრაინელ მებრძოლებს და უკრაინელ ხალხს და ამბობს, რომ უკრაინელი მოხალისეები აქ არა მატერიალური დაინტერესების გამო, არამედ თავისუფლებისთვის იბრძვიან. 

უკრაინელთა ოცეულის ერთერთი მებრძოლი იყო ნიკოლოზ გერაშენკო, რომელიც ასევე, დაიღუპა.

როგორც მისი მეგობრები ამბობდნენ, გერაშენკო აფხაზეთში დონის როსტოვიდან ჩამოვიდა, სოხუმში მცხოვრები ძმის სისხლის ასაღებად. ძმა ბოევიკებმა მოკლეს.

ნიკოლოზ გერაშენკო 1993 წლის ივლისში დაიღუპა და ეს მისი ერთ–ერთი ბოლო ფოტოა. მას შემდეგ, რაც ორივე ძმა საქართველოსთვის ბრძოლაში დაიღუპა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ძმების ადგილი მათმა დამ დაიკავა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.

ლაშა ბერულავა

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...