მთავარისიახლეებიმსოფლიო"წადით რუსული ხომალდის მიმართულებით" - ხარკოვის მერიის პასუხი დანებების წინადადებაზე

“წადით რუსული ხომალდის მიმართულებით” – ხარკოვის მერიის პასუხი დანებების წინადადებაზე

Published on

ხარკოვზე მიტანილ იერიშებს შორის პაუზის დროს რუსმა ოკუპანტებმა დანებება შესთავაზეს ქალაქის მერიის თანამშრომლებს, კერძოდ, კავშირზე გამოვიდნენ მერის მოადგილე რომან სემენუხასთან. როგორც უკრაინული “ობოზრევატელი” წერს, სემენუხამ ისინი რუსული ხომალდის მიმართულებით (ცნობილი ფრთიანი ფრაზიდან “რუსსკი ვოენნი კორაბლ, იდი ნა *უი!”) გაგზავნა. 

ამის თაობაზე სემენუხამ “ფეისბუქზეც” დაწერა. აღმოჩნდა, რომ ოკუპანტებმა მას “ფეისბუქზე” მისწერეს და ურჩიეს, საქმე “ჰუმანიტარულ კატასტროფამდე” არ მიეყვანა და ეფიქრა “თავისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე”. 

შეგახსენებთ, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ხარკოვი რუსი ოკუპანტების სამიზნეა და შეტევებს მედგრად იგერიებს. 

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...