მთავარისიახლეებიმსოფლიოგაიცანი უკრაინელი მებრძოლი - მოხალისე მხატვარი, ორი ჭრილობა, სამი ჯილდო

გაიცანი უკრაინელი მებრძოლი – მოხალისე მხატვარი, ორი ჭრილობა, სამი ჯილდო

Published on

მას იური ჰქვია. უკრაინელი, ამჯერად ატო-ში მონაწილეობის გამო სამგზის დაჯილდოებული მხატვარი, რომელიც მოხალისედ წავიდა ანტიტერორისტულ ზონაში და ორჯერ დაიჭრა.

“ჩემი სახელოსნო მქონდა, მაგრამ ყველაფერი გავყიდე და ატო-ს ზონაში წავედი, რადგან არ მინდოდა, ჩემს შვილს ომი ენახა აქ. ეს რომ ამეცილებინა თავიდან, აღმოსავლეთში უნდა შემეჩერებინა ომი. ეს შეგნებული მქონდა”.

მეორეჯერ დაჭრილი, როცა კოლონას გადაჰყავდა, მანქანიდან გადაცოცდა, რადგან კოლონას ჭურვები დააყარეს. ნამსხვრევი თავში, პარალიზებული ფეხები და სამი ტკივილდამაყუჩებელი ჩხვლეტა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დროდადრო გონება დაეკარგა.

“მაინც მივცოცავდი. სადმე თავი უნდა შემეფარებინა. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ძნელი 20 მეტრი იყო. რადგან გონებას პერიოდულად ვკარგავდი, მარცხენა წინამხარზე მარკერით დავიწერე: “Я буду жить”. რამდენჯერაც ცნობიერება მიბრუნდებოდა, ამ წარწერას ვხედავდი”.

ყველა შანსი ჰქონდა, რომ შედარებით გამოჯანმრთელების შემდეგ შინ დარჩენილიყო – მესამე ჯგუფის ინვალიდი გახლდათ, ოფიციალურად. ის კი ისევ ატო-ს ზონაში წავიდა და თავისი ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე გამოცხადდა.

ამჟამად სამხედრო ინსტრუქტორია და იმ მოხალისეებს უტარებს კურსებს, რომლებმაც ატო-ს ზონაში წასვლა გადაწყვიტეს.

“ჩვენს ხელში ათას ხუთასზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა. ისინი არ არიან მათ რიგებში, ვინც პირველივე საფრთხის დროს იყვირებს: “ჩვენ ყველას მოგვკლავენ, თავს ვუშველოთ!”.

ისინი იქ მიდიან კონკრეტული გამოცდილებითა და შეგნებით, რომ დაიცვან სამშობლო”.

ვიკა იასინსკაია, “ცენზორ.ნეტ”

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...