დაგვეხმარეთ და ცა ჩაკეტეთ – ზელენსკის მიმართვა ბრიტანეთის თემთა პალატას

0
262

ზელენსკიმ თემთა პალატას მიმართა და ბრიტანელი კანონმდებლების წინაშე, პირდაპირი ჩართვის დროს, დეტალურად ისაუბრა ომის ქრონიკებზე და რუსულ აგრესიაზე:

მეგობრებო, ლორდებო და პარლამენტარებო, მოგმართავთ თქვენ და თითოეულ თქვენს მოქალაქეს. დიდებული ერის დიადი ისტორიით. მოგმართავთ თქვენ, როგორც უკრაინის მოქალაქე და პრეზიდენტი. დიდებული ქვეყნის შვილი. მინდა მიმდინარე 13 დღიანი ომის შესახებ მოგიყვეთ, რომელიც ჩვენ არ გვინდოდა და არ დაგვიწყია. ვიბრძვით იმიტომ რომ ჩვენი მიწის დაკარგვა არ გვინდა.

პირველ დღეს ღამის 4 საათზე ფრთოსანი რაკეტებით დაგვბომბეს.

მეორე დღეს შეტევები დაიწყეს როგორც ჰაერიდან ასევე ხმელეთიდან ასევე ზღვიდან, ჩვენი გმირი მესაზღვრეები, კუნძულ ზმეინიდან მტერს დაუდგნენ. როდესაც რუსებმა მათ იარაღის დაყრა მოსთხოვეს, ჩვენმა ბიჭებმა ისინი იმ მიმართულებით გააგზავნეს, რასაც დღეს პარლამენტში ვერ ვიტყვი. ვიგრძენით ძალა, რომელმაც ერს მოტივაცია მისცა მტერი ბოლომდე განდევნოს.

მესამე დღეს რუსმა ოკუპანტებმა მოქალაქეებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით გახსნეს ცეცხლი. გამოიყენეს არტილერია და ჭურვები. ამ ფაქტმა საბოლოოდ დაგვანახა როგორც ჩვენს, ასევე მსოფლიოს თუ ვინ რას წარმოადგენს, დაგვანახა რომელია დიდებული ერი და რომელი უბრალოდ მხეცი.

მეოთხე დღეს უფრო გააძლიერეს შემოტევები, თუმცა ჩვენ ერთიანობა არ დავკარგეთ. ვუდგებოდით როგორც ადამიანებს, თუმცა ჩვენ დავკარგეთ ადამიანები.

მეხუთე დღეს შეტევებმა ტერორის სახე მიიღო. იბომბებოდა დასახლებები და პატარა სოფლები. ასევე დასახლებული რაიონები განადგურდა. მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლებზე ბომბები ცვიოდა, ასევე სკოლებზე და საავადმყოფოებზე. ეს არის გენოციდი, რომელმაც ჩვენ ვერ გაგვტეხა. პირიქით მობილიზაციისთვის ძალა შეგვმატა. გვაგრძნობინა რომ დიდი სიმართლისთვის ვიბრძოდით.

მეექვსე დღეს რუსული რაკეტა ბაბინ იარს დაეცა. ეს არის ადგილი სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა 100 ათასი ადამიანი დახოცეს. ზუსტად 80 წლის შემდეგ რუსეთმა ისინი ხელმეორედ მოკლა. ბომბავენ ეკლესიებს, მათ არაფერი იციან სიწმინდის შესახებ. არაფერი არ იციან წმინდა ადგილების შესახებ. მხოლოდ ჩვენ ვიცით. მერვე დღეს მსოფლიო დაინახა რომ ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს ტანკებიდან ცეცხლი გაუხსნეს.

ამის შემდეგ მსოფლიო მიხვდა რომ ეს ყველას წინააღმდეგ მიმართული ტერორია. მეცხრე დღეს ნატოს წევრი ქვეყნების შეხვედრა გაიმართა, თუმცა ჩვენთვის უშედეგოდ. ვიგრძენით რომ ისინი მამაცები არ იყვნენ – არ გვინდა ვინმე გავაბრაზოთ – მაგრამ რა ვქნათ, ეს გრძნობა დაგვეუფლა. ალიანსი უკრაინის ცას ვერ კეტავს.

აქედან გამომდინარე, ევროპის უსაფრთხოება თავიდან უნდა აშენდეს.

მეათე დღეს ოკუპირებულ ქალაქში მცხოვრები უკრაინელები შიშველი ხელებით გამოვიდნენ და მტრის იქ ყოფნა გააპროტესტეს. შეაჩერეს მტრის სამხედრო კოლონები. მე-11-ე დღეს, როდესაც მტერი დასახლებულ პუნქტებს ბომბავდა და ანადგურებდა, კლავდნენ ბავშვებს და დაანგრიეს ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფო. წამოიდგინეთ ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფო.

ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო. უკრაინელები გმირებად შერაცხეს. მეთორმეტე დღეს, რუსული არმიის დანაკარგმა 10 ათას ჯარისკაცს გადააჭარბა, მათ შორის იყო გენერალიც, რამაც დამატებითი მოტივაცია მოგვცა.

მტერს ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის პასუხისგება მოუწევს. ეს ან საერთაშორისო სასამართლოში, ან უკრაინელი ჯარისკაცების ხელით მოხდება.

მეცამეტე დღეს, მტრის მიერ ბლოკირებულ ქალაქ მარიუპოლში გაუწყლოებისგან ბავშვი გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ ადამიანებს საკვებს და წყალს არ აძლევენ. ისინი უბრალოდ გამოამწყვდიეს. ხომ გესმით, ადამიანებს იქ წყალი არ აქვთ.

რუსეთის შემოჭრიდან მე-13 დღეს უკვე 50 ბავშვია დაღუპული. ეს საშინელებაა. უკრაინას ეს არ უნდოდა, განდიდებას არ ეძებდა, თუმცა ამ დღეებში და ამ ომის განმავლობაში დიდებული გახდა. უკრაინის არმია რომელიც მსოფლიოს ერთერთ უდიდეს არმიას მედგრად ებრძვის, იცავს მოქალაქეებს და სამშობლოს, მსოფლიოში ყველაზე დიადი არმიაა.

ჩვენი ცა ჯერ კიდევ ღიაა რუსული რაკეტებისთვის და ვერტმფრენებისთვის. თავისუფლება ჩვენთვის უძვირფასესია. არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ როგორც ხმელეთსა და ზღვაზე, ასევე ცაშიც. დავიცავთ ჩვენს მიწას, რომელიც ფასდაუდებელია. ყველა ადგილზე ვიბრძოლებთ. არ აქვს მნიშვნელობა სად და როგორ, მთავარია რომ არ დავნებდებით.

გვჭირდება თქვენი, მსოფლიოს და ცივილიზებული სამყაროს დახმარება. მადლობელი ვარ დიდი ბრიტანეთის. განსაკუთრებით პრემიერი მინისტრ ბორისის. დაგვეხმარეთ და ცა ჩაკეტეთ. გააკეთეთ ყველაფერი, რაც კი შეგიძლიათ.

მადლობელი ვარ თქვენი და ბრიტანელი ერის
დიდება დიად უკრაინელ ერს და ბრიტანელ ერს
დიდება დიდებულ უკრაინას და დიდ ბრიტანეთს” მიმართა ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის თემთა პალატას სიტყვით გამოსვლისას.

ომში მყოფი პრეზიდენტის სიტყვა ტრადიციულად ემოციური აღმოჩნდა და ბრიტანელი კანონმდებლებისგან ხანგრძლივი ტაში მოჰყვა.

წინა სტატიაუკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, 41 ბავშვი დაიღუპა და 76 დაშავდა
შემდეგი სტატიაკიევის უნივერსიტეტი – სამწუხაროა, რომ ის [რიჟვაძე] ირიცხებოდა ჩვენს ასპირანტად
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური