მთავარისიახლეებიმსოფლიო"აიღე ყვავილი, 8 მარტია!" - უკრაინის დატოვების მსურველ კაცებს მესაზღვრეებმა დასცინეს

“აიღე ყვავილი, 8 მარტია!” – უკრაინის დატოვების მსურველ კაცებს მესაზღვრეებმა დასცინეს[video]

Published on

ვიდეო:ყვავილები

უკრაინის სასაზღვრო ნაწილის თანამშრომლებმა “დიაკოვოს” საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დააკავეს 12 კაცი, რომლებიც მობილიზაციის ასაკის ფარგლებში იყვნენ (18-60 წელი) და უკრაინის დატოვებას ცდილობდნენ. 

სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსულ კაცებს კარებთან მესაზღვრეები დახვდნენ და ტიტები უსახსოვრეს. 

“აიღე ყვავილი, 8 მარტია, გილოცავთ”, – ეუბნებოდნენ მათ მესაზღვრეები. 

ერთერთი ახალგაზრდა, რომელმაც ყვავილი მიიღო, გაკვირვებულია და კითხულობს:

-ეს ცოლისთვისაა, ხომ?

-კი, ცოლისთვის. ჩათვალე, რომ როგორც სამშობლოს დამცველი, ბრუნდები – პასუხობს ირონიით მესაზღვრე. 

დაკავებულთაგან ერთი, გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი უკრაინელი მომღერლის სოფია როტარუს შვილია. 

18-დან 60 წლამდე ის კაცები, ვინც უკრაინის დატოვებას ცდილობენ, სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით ისჯებიან, ამასთან, ევაკუაციას და მობილიზაციის პუნქტში გადაყვანას ექვემდებარებიან.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...