მთავარისიახლეებიპოლიტიკამხოლოდ მას შეუძლია, რუსულ გისოსებში იდგეს და რეფორმები აანონსოს - რას წერენ...

მხოლოდ მას შეუძლია, რუსულ გისოსებში იდგეს და რეფორმები აანონსოს – რას წერენ მესამე პრეზიდენტზე მისი მხარდამჭერები

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე დაკვირვების შედეგს აღწერს ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი, მიხეილ სააკაშვილის ერთერთი აქტიური მხარდამჭერი მაიკო ჯავახიშვილი. 

კონკრეტულად, ის იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მიხეილ სააკაშვილი, ფაქტობრივად, არ მიმართავს მოსამართლეებსა და პროკურორებს, ყურადღებას არ აქცევს მათ და სასამართლო დარბაზში ყოფნას იყენებს შესაძლებლობად, თავის ხალხს ელაპარაკოს. 

“ალბათ დააკვირდით, რომ გისოსებს მიღმა საუბრისას, დგას დარბაზისკენ მობრუნებული, საზოგადოების პირისპირ, თვალებში უყურებს და ესაუბრება მხოლოდ საკუთარ ხალხს..

თუნდაც ეს საათნახევარი გაგრძელდეს, არ ბრუნდება და არ უყურებს არც მოსამართლეს და არც პროკურორებს.. არც სათქმელი და ასახსნელი აქვს მათთვის რამე.. ნულოვანი კონტაქტი აქვს მათთან და ნულოვანი რეაგირება მათ რეპლიკებსა თუ შენიშვნებზე.. ხმაურზეც კი.. აბსოლუტური იგნორი!.. მშვიდად იცდის სიტყვის გაგრძელებამდე..

იმიტომ, რომ სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ივანიშვილის რუსული სამართალი!.. არც ცნობს და არც მონაწილეობს მასში!..

პირიქით, თავისი მასშტაბურობით ამ რუსულ სამართალსაც საკუთარ თავზე ირგებს და ისე იყენებს, როგორც შესაძლებლობას, თავის ხალხს ელაპარაკოს, თითქოს ტრიბუნიდან, სანუკვარ მომავლის საქართველოზე..

მხოლოდ მას შეუძლია, ნაშიმშილები, ნაწამები და სიკვდილის ნაპირიდან მობრუნებული, ბუნდოვანი აწმყოთი, თავისუფლების გაურკვეველი მომავლით და მიზნის მისაღწევად მხოლოდ საკუთარი ურყევი რწმენის ამარა, იდგეს რუსულ გისოსებში და ძლიერი ქართული სახელმწიფოს რეფორმები და პროგრამები აანონსოს..

ზუსტად იცის, რომ „შეუძლებელია დაამარცხო ის, ვინც არ ნებდება”.. – წერს მაიკო ჯავახიშვილი. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...