მთავარიUncategorizedდღეს მთელი მსოფლიო ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველ ხალხს, მაგრამ...

დღეს მთელი მსოფლიო ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველ ხალხს, მაგრამ ეს არ ამსუბუქებს იმ ფაქტს, რომ მთავრობა აწარმოებს მოლაპრაკებებს სანქციადადებულ რუსეთთან

Published on

ნაციონალური მოძრაობა 15 უდიდესი რძის მწარმოებელი კომპანიისთვის შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს,
“დიახ, დღეს მთელი მსოფლიო ხედავს რომ საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველ ხალხს, მაგრამ ეს არ ამსუბუქებს იმ ფაქტს, თუ როგორი ხელისუფლება გვყავს.
საქართველოს ხელისფლებამ მოატყუა ომში მყოფი უკრაინის მთავრობა, რომელსაც უთხრა რომ ის არ აწარმოებდა მოლაპრაკებებს სანქციადადებულ რუსეთთან, თუმცა აღოჩნდა რომ ზუსტადაც ქონდა მოლაპრაკებები.
იმ დროს, როდესაც ფრთოსანი რაკეტებით იბომბება უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობა და ბავშვთა საავადმყოფოები, საქართველოს მთავრობა საუბრობდა რუსეთთან, თუ სანქციების გვერდის ავლით როგორ შეეწყო რუსეთში სხვადასხვა პროდუქტის შეტანაში ხელი.
თუ რამე არის სამშობლოს ღალატი, თუ რამე არის ტრადიციების ღალატი, თუ რამე არის კულტურის, მეგობრობის და ქართველობის ღალატი, ეს არის ის, რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება.
დღეს, მთავრობას საქართველო გამოყავს ქვეყანად, რომლისთვისაც არ არის მნივნელოვანი არც თავისუფლების იდეა, არც მეგობრობის იდეა, არც სამართლიანობის იდეა და რომელიც ამ ყველაფერს ცვლის ძალიან მყიფე, ბუნდოვან, ამორალურ და გაუგებარ შეთანხემბებზე ოკუპანტთან.
კიდევ ერთხელ მინდა მივმართო გმირ უკრაინელ ხალხს, ჩენ შეიძლება გვყავს უღირსი მთავრობა, მაგრამ ჩვენ ვართ დიდი და ღირსეული ერი, ქართველი ხალხი და სრულიად ოპოზიცია არიან თქვენს გვერდით. –  განცხადება ხატია დეკანოიძემ გაასაჯაროვა. 

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...