ტრამპმა NATO-ს “ქაღალდის ვეფხვი” უწოდა და თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა თავის F-22 თვითმფრინავებზე “რუსეთი უნდა გადაბომბოს”

0
297

“როდის შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ვიღებთ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ ამ მასშტაბურ დანაშაულს? ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება, ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაგრძელების უფლება მივცეთ”. – თქვა რესპუბლიკური პარტიის დონორებთან შეხვედრისას ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. 

მან  უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხზე ისაუბრა და NATO-ს “ქაღალდის ვეფხვი” უწოდა. ტრამპის თქმით, ის უბიძგებდა NATO-ში შემავალ ქვეყნებს, რომ საერთო თავდაცვისთვის მეტი თანხები გამოეყოთ.

 ტრამპმა პირდაპირ განაცხადა,რომ შეერთებულმა შტატებმა თავის F-22 თვითმფრინავებზე ჩინეთის დროშა უნდა გამოსახოს და “რუსეთი გადაბომბოს”. მისივე თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უფრო მებრძოლი ტონით  უნდა ისაუბროს. 

წინა სტატიაკომპანია სანტე: ” რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს არ ვგეგმავთ”
შემდეგი სტატია,,ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დავაბრუნოთ ” -უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური