მთავარისიახლეებიმსოფლიოთინა კანდელაკზე უკრაინა საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებს

თინა კანდელაკზე უკრაინა საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებს

Published on

ქართული წარმოშობის რუს მედიამენეჯერსა და ტელეწამყვანზე, შესაძლოა, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.

უკრაინის გენპროკურორი ირინა ბენედიქტოვა “ფეისბუქით” მიმართავს თინა კანდელაკს და აუწყებს მას, რომ უკრაინაში მისი სტატუსია “დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი” და რომ უახლოეს დღეებში უკრაინის გენპროკურატურა დაიწყებს იმ პროცესის ინიცირებას, რომლითაც თინა კანდელაკზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.

ბენედიქტოვამ განცხადებას თან დაურთო საბრალდებო დასკვნის ფოტოასლი, სადაც აღნიშნულია, რომ კანდელაკს ბრალი წარედგინა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მეორე ნაწილით. მუხლი ქვეყნის კონსტიტუციური წყობის ან ხელისუფლების ძალადობრივად დამხობისკენ მოწოდებებს ეხება.

შეგახსენებთ, ამავე ბრალდებით უკრაინაში დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა რუს რეჟისორს ნიკიტა მიხალკოვსა და რუს მომღერალ ოლეგ გაზმანოვს.

სიახლეები

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...

გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი დახურეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, განსასჯელის სკამზე ზის. თბილისის...

ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები – დაკავებულია 12 პირი-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის ფარგლებში, ბოლო პერიოდში დედაქალაქსა და...

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის დაურ ისმაილოვის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს - გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...