რომის პაპმა უკრაინას უწოდა „წამებული ქვეყანა“ , სადაც „ცრემლისა და სისხლის მდინარეები მოედინება“

0
257

რომის პაპის ფრანცისკეს განცხადებით, უკრაინის სამხედრო კონფლიქტი „არის არა სამხედრო ოპერაცია, არამედ ომი“.

პაპმა უკრაინას უწოდა „წამებული ქვეყანა“ , სადაც „ცრემლისა და სისხლის მდინარეები მოედინება“.

პაპმა ფრანცისკემ უსაყვედურა რუსეთს და უარყო მისი ოფიციალური ნარატივი, რომელიც ამტკიცებს, რომ უკრაინაში სამხედრო შეჭრა არის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ , რომლის მიზანიც უკრაინის „დემილიტარიზაციაა“.

შეგახსენებთ, რომის პაპმა გასულ კვირას მხარეებს ომის დასრულებისკენ მოუწოდა და ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა სთხოვა, რათა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა კონფლიქტის ზონიდან გასვლა შეძლონ.

წინა სტატიაბოლო 10 დღის განმავლობაში მეზობელ ქვეყნებში უკრაინიდან 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი გადავიდა -გაერო
შემდეგი სტატიადედა, მამა და ორი შვილი ქალაქის დატოვების მცდელობისას დაიღუპნენ – ტრაგედია ირპენში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური