მთავარისიახლეებიმსოფლიობასურინმა დონბასთან თითქოსდა დაღუპული ქართველი მებრძოლის აღჭურვილობა წარადგინა

ბასურინმა დონბასთან თითქოსდა დაღუპული ქართველი მებრძოლის აღჭურვილობა წარადგინა[video]

Published on

რუსული პროპაგანდისტული მედია ისევ აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას. დღეს საღამოს გავრცელებული ფეიკის შემდეგ, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვოლნოვახთან მიმდინარე შეტაკებების დროს ქართველი დაქირავებული მებრძოლები მოკლეს, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედო ოლქის პრესსამსახურის უფროსი ედუარდ ბასურინი ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს მოიპოვეს მტკიცებულება, რომ დონბასში ქართველი დაქირავებული მებრძოლები არიან.

ამის დასამტკიცებლად ბასურინმა წარმოადგინა ჩაფხუტი და ჯავშანჟილეტი, რომლის სამკერდე ნიშანზე აღნიშნულია გვარი გოგუა. ბასურინი აცხადებს, რომ მსგავს მტკიცებულებებს კიდევ წარადგენენ.

აღნიშნული ინფორმაცია, დიდი ალბათობით, ფეიკია და არაფრით ადასტურებს ამავე მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ვოლნოვახთან მინიმუმ, 15 ქართველი მებრძოლის ლიკვიდაციის შესახებ. 

არ არის წარმოდგენილი არც ფოტო, არც ვიდეომტკიცებულება, თავად ჩაფხუტსა და ჯავშანჟილეტს კი ბრძოლის ველზე ყოფნის კვალი არ ეტყობა.

შეგახსენებთ, ქართველი მებრძოლების თითქოსდა განადგურების შესახებ რუსულ მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს უკრაინაში მებრძოლი ქართველებით დაკომპლექტებული ჯგუფის იმ წევრებმა, რომლებსაც უშუალოდ “ოდიშინიუსი” ესაუბრა. 

ქართველი მებრძოლების ალყაში მოქცევა და განადგურება არ დასტურდება – ნახეთ დეტალები

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...