მთავარისიახლეებიმსოფლიო"არანაირი რუსეთი არ არსებობს... ჩვენ დაწყევლილები ვართ..." - რუსმა კინოკრიტიკოსმა ქვეყანა დატოვა

“არანაირი რუსეთი არ არსებობს… ჩვენ დაწყევლილები ვართ…” – რუსმა კინოკრიტიკოსმა ქვეყანა დატოვა

Published on

რუსი კინოკრიტიკოსი ანტონ დოლინი რომ რუსეთი დატოვა. ის ვრცელ სტატუსს აქვეყნებს “ფეისბუქზე” სადაც აღნიშნავს, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მაგრამ რეალურად, მიზეზი ერთია – “რუსეთის ხელისუფლების მიერ ინიცირებული, დანაშაულებრივი ომი უკრაინაში”. 
დოლინის თქმით, წასვლამდე ცოტა ხნით ადრე მოახერხა მცირე თანხის მოხსნა და არანაირი “გადადებული თანხა, მეორე პასპორტი, სხვა ქვეყანაში ცხოვრების დადასტურებული უფლება” არა აქვს, რადგან არასდროს უფიქრია რუსეთიდან წასვლაზე. 
“მე აქ აღარ ვარ. ჩვენ გავემგზავრეთ. 
შეუძლებელია იცხოვრო ქვეყანაში, თუნდაც მშობლიურსა და ძვირფასში, სადაც პირის მოკუმვას გაიძულებენ. მით უმეტეს, ისეთი ადამიანისთვისაა შეუძლებელი, ვითვისაც ერთადერთი იარაღი – სიტყვაა. 
და კიდევ – არ შემეძლო მოსკოვის ჰაერი მესუნთქა, ის ჰაერი, სადაც ადამიანები აგრძელებენ გეგმების განხილვას, უყურებენ კინოს, დადიან ვერნისაჟებსა და პრემიერებზე მაშინ, როცა უკრაინაში კლავენ და კვდებიან. თუ ასე ხარ, ასე ყოფნის ყოველი წუთი ადასტურებს, რომ შენ თანამონაწილე ხარ”, – წერს დოლინი. 
“მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში მე აქედან წასვლის უარზე ვიყავი. თუმცა მეძახდნენ და მელოდნენ. ჩემი სამშობლო რუსეთია, სხვა სამშობლო არასდროს მინდოდა. მაგრამ არანაირი რუსეთი უკვე არ არსებობს. რუსეთი თავმოჭრილი ქათამია. 
მთელი სამყარო ჩამოიშალა ათი დღის წინ. რუსეთში მცხოვრები, რუსულად მოლაპარაკე ყველა ადამიანის ცხოვრება, ვინც თუნდაც ნაწილობრივ დაკავშირებულია რუსულ კულტურასთან – მკვეთრად შეიცვალა. უბრალოდ, ბევრი (უმრავლესობა?) ამას ვერ აცნობიერებს. 
უკრაინელებს აქვთ შანსი, აღსდგნენ ფერფლიდან და ნანგრევებიდან, ისინი მხოლოდ გაძლიერდებიან და თუ მოინდომებენ, დაივიწყებენ კიდეც გადატანილ ტანჯვას. ჩვენ კი დავიწყების არც საშუალება გვექნება და არც უფლება, ჩვენ დაწყევლილები ვართ”, – აღნიშნავს კინოკრიტიკოსი. 
მისი თქმით, ათი დღეა, ახლობლებზე ზრუნვასაც კი ვერ ახერხებს, რადგან გამუდმებით  ომზე ფიქრობს. დოლინის თქმით, უკრაინელთა გამარჯვება გარდაუვალია და ისინი გაიმარჯვებენ. 
დოლინის თქმით, ამაყობს, რომ “ეხო მოსკვის” კორესპონდენტი იყო და იქვე აღნიშნავს, რომ მისი საცხოვრებელი სახლი მოსკოვში, უცნობმა პირებმა Z ასოთი მონიშნეს, რითაც მიანიშნეს, რომ იციან, სად ცხოვრობს. მისივე თქმით, ახლა ლატვიაშია.
“მერე გამოჩნდება. ამ პოსტზე კომენტარებს არ ვუპასუხებ, შეუსაბამოებს – წავშლი. არა ომს!”, – წერს დოლინი. 

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...