უკრაინაში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-26 ჩამოაგდეს

0
231

უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს – ინფორმაცია ამის შესახებ რუსულმა წყაროებმაც დაადასტურეს, სადაც რუსი სამხედრო მფრინავის დაკრძალვის შესახებ გამოქვეყნდა ინფორმაცია. 

კერძოდ, ურალპრეს.რუმ ჩელიაბინსკელი როსტისლავ ერემენკოს ფოტო იმ პილოტთა ფოტოკოლაჟში ჩასვა, რომლებისთვისაც ან-26-ით გაფრენა ბოლო აღმოჩნდა. სამხედრო სასწავლებელში, რომელშიც ერემენკო სწავლობდა, მის ფოტოს ადგილი სწორედ ამ სტენდზე მიუჩინეს. 

ირკვევა, რომ ერემენკო არაა ერთადერთი ჩელიაბინსკელი, ვინც უკრაინაში დაიღუპა: ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ერთი სამხედრო პირის, მოტომსროლელი პოლკის ოფიცრის კონსტანტინ გლუშკოვის დაღუპვის შესახებ. 

 

წინა სტატიავრცელდება ლიკვიდირებული დენის კირეევის პირველი ფოტო – რას ედავებოდნენ ყოფილ ბანკირს
შემდეგი სტატია269 ტანკი, 39 თვითმფრინავი, 40 ვერტმფრენი… – განადგურებული რუსული ტექნიკის სტატისტიკა(24.02-05.03)
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური