ოკუპანტებს საომარი მოქმედებებისთვის რესურსი ამოეწურათ – უკრაინული მედია

0
455

ოკუპანტებს უკრაინაში საომარი მოქმედებებისთვის საჭირო რესურსი თითქმის ამოეწურათ – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ბრიტანულ საგამოძიებო გამოცემა Bellingcat-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ხელმძღვანელის ჰრისტო გროზევის თქმით, რუსეთის ჯარი გასაძლიერებლად რეზერვების გამოყენებას აპირებს, თუმცა მათი ცხელ წერტილში გადაყვანა რთული იქნება.

გროზევი ამტკიცებს, რომ არსებული შეიარაღებითა და ცოცხალი ძალით რუსეთის ჯარი მხოლოდ 6 მარტამდე გაძლებს, რის შემდეგაც, ჟურნალისტის ვარაუდით, ვლადიმირ პუტინს უკრაინაში მარცხი ელოდება.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 5 მარტამდე რუსეთის სამხედრო დანაკარგი 9 100 ადამიანს აღემატება. ამასთან, რუსეთმა 251 ტანკი, 939 ჯავშანმანქანა, 105 საარტილერიო სისტემა, 33 თვითმფრინავი, 37 შვეულმფრენი და ათეულობით სხვა ტექნიკა დაკარგა.

წინა სტატიარუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ბელაია-ცერკოვში დასახლებული პუნქტი დაბომბეს
შემდეგი სტატიაReuters: ამერიკელების 74% უკრაინის ცის დაკეტვის მომხრეა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური