მზად ვარ უკრაინიდან მივიღო 30 ბავშვი – მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი

0
222
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი ავრცელებს მიმართვას, სადაც აღნიშნავს, რომ შეუძლია უკრაინიდან მიიღოს 30 ბავშვი და, თუ საჭიროება მოითხოვს, მშობლებიც.
ეპისკოპოსი წერს, რომ მზადაა, ისინი საცხოვრებელი და სხვა აუცილებელი პირობებით უზრუნველყოს და დაიტოვოს მანამ, სანამ უკრაინაში ვითარება სტაბილური არ გახდება. 
“ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო,
კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო უკრაინაში არსებულ მოვლენებს. რუსულმა აგრესიამ უკრაინაში ბევრ არასრულწლოვანს დააკარგვინა მშობელი, ბევრისა კი ახლაც ფრონტის ხაზზეა და იარაღით იცავს საკუთარ სამშობლოს, საკუთარ შვილებს, თავისუფლებას.
ღვთის მადლით, ეპარქიაში მაქვს საბავშვო ბაღებისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მზად ვარ უკრაინიდან მივიღო 30 ბავშვი (თუ საჭირო იქნება მშობლებიც) ვუზრუნველყო ისინი საცხოვრებლითა და ყველა სხვა აუცილებელი პირობებით და დავიტოვო ჩემთან მანამ, სანამ უკრაინაში ვითარება არ დასტაბილურდება.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში სპეციალური ორგანიზაციები არსებობენ, რომლებიც ამგვარ საკითხებს კურირებენ. გთხოვთ მიაწვდინოთ მათ ჩემი ხმა, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხერხდეს ამ ბავშვების ომის ქარ-ცეცხლიდან გამორიდება და საქართველოში ჩამოყვანა, ჩვენ კი მოგვეცეს საშუალება ჩვენი ადამიანური, მწყემსმთავრული და ქრისტიანული მოვალეობების აღსრულებისა”, – წერს ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე). 
წინა სტატიაუკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სერგო ორჯონიკიძის სახელობის რუსული პოლკი გაანადგურეს
შემდეგი სტატიაუკრაინაში სადესანტო-მოიერიშე პოლკის მეთაური, რუსი პოლკოვნიკი მოკლეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური