“ტყუილად არ ვაიძულეთ ქართველები მშვიდობისკენ, 2008 წელს” – კომენტარები lenta.ru-ზე

0
300

რუსული გამოცემა “ლენტა.რუ” აქვეყნებს ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ოფიციალური პოზიციის შესახებ საქართველოში საქმიანობის გასაგრძელებალდ გადმოსვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეების შესახებ. ლენტა.რუ-ს მოჰყავს ირაკლი კობახიძის ციტატა, რომელიც პოლიციით ემუქრება ყველა იმ კომპანიას, რომელიც უარს ეტყვის მომსახურებაზე რუსეთის მოქალაქეს. 

ცნობილია, რომ ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი მოითხოვს, არ გაუმარტივონ ეკონომიკური სახის აქტივობა რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც თავიანთ მცირე თუ საშუალო ბიზნესი საქართველოში გადმოაქვთ, სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით. 

ასევე, შეგახსენებთ, რომ საზოგადოების ნაწილი რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს, ხოლო ცალკეულმა კომპანიებმა დამატებითი შეზღუდვები დააწესეს რუსეთის მოქალაქეებისთვის. ასე მაგალითად, თიბისი ბანკმა უარი განაცხადა რუსეთის მოქალაქეებისთვის ანგარიშის გახსნაზე, რასაც რუსი მომხმარებლების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ერთერთი მომხმარებელი პირდაპირ წერს, რომ როგორც ჩანს, “ბანკმა 2008 წლის გაკვეთილი ვერ აითვისა”. 

არის კიდევ ერთი კომენტარი, ამჯერად უკვე ლენტა.რუ-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, სადაც რუსი მკითხველი აშკარა კმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოს პოზიციის გამო: “ქართველები აგრძელებენ ჩვენს ჩვენს სასიამოვნოდ გაოცებას, როგორც ჩანს, ტყუილად არ ვაიძულეთ მშვიდობისკენ 2008 წელს – ახლა სწორედ ეს მშვიდობაა…”

 

წინა სტატიალადო აფხაზავა ოქროს ბეჭედს და მასწავლებლის ჯილდოს უკრაინელების დასახმარებლად გაყიდის
შემდეგი სტატიასტოლტენბერგი: საფრთხის ფონზე NATO საქართველოსთვის მხარდაჭერის გაზრდას განიხილავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური